საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლმა „ერისიონმა“ Black Sea Arena-ას სცენაზე კონცერტი გამართა. ანსამბლი „ერისიონი“ ახლა უკვე საქართველოში მაყურებლის წინაშე საერთშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიურ დარბაზში წარსდგა. „ერისიონი“ ასევე პირველი იყო ქართულ ანსამბლებს შორის, ვინც Black Sea Arena-ას საკონცერტო დარბაზში მუსიკალური შოუ-პროგრამა წარმოადგინა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ქართველმა მაყურებელმა ნახა, შოუ, რომელსაც „ერისიონიმა“ საზღვრებს გარეთ სახელი გაითქვა.
ანსაბლ „ერისიონს“ საქართველოში პირველად ქონდა შესაძლებლობა კონცერტი საერთაშორისო სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დარბაზში გამართა. „ერისიონის“ მუსიკალური შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“ სპეციალურად Black Sea Arena სცენისთვის მომზადდა.
ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკალური შოუ- პროგრამა ანსამბლის მთავარი ლოტბარის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატისა და საქართველოს სახალხო არტისტის ჯემალ ჭკუასელის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ქორეოგრაფიული დადგმები აწ გარდაცვლილ ქორეოგრაფ რევაზ ჭოხონელიძეს ეკუთვნის, რომელიც სიცოცხლეშივე მსოფლიო ქორეოგრაფიის მეტრად აღიარეს. პროგრამა „ქართული საგანძურუ“ სპეციალურად Black Sea Arena-ას სცენაზე წარსადგენად განახლდა. კონცერტამდე რეპეტიციები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ჩვენ მოხარულულები ვართ, რომ საქართველს აქვს მაღალტექნოლოგიურად გამართული საკონცერტო დარბაზი, რომელიც პასუხობს თანამედროვეობის ყველა მოთხოვნას და 10 000-მდე მაყურებელს იტევს. დარწმუნებული ვარ Black Sea Arena ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონცერტო დარბაზი იქნება, რომელიც რეგიონის განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის წყარო გახდება. ანსამბლ“ერისიონში“ 26 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მსოფლიოს მრავალ შესანიშნავ საკონცერტო არენაზე გამოვსულვართ, მაგრამ უდიდესი პატივია, იყო პირველი, ქართულ ანსამბლებს შორის, რომელმაც Black Sea Arena-მუსუკალურ შოუ-პროგრამას გამართა“-აცხადებს ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმანდი ჭკუასელი.
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლმა „ერისიონმა“Black Sea Arena-ას სცენაზე კონცერტის სრულყოფილი ტექნიკური უზრუნველყოფისთვის (განათება, გახმოვანება) სპეციალისტები საფრანგეთიდან მოიწვია.
ანსამბლმა „ერისიონმა“Black Sea Arena-ზე მუსიკალური შოუ-პროგრამა „ქართული საგანძური“ კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე გასტროლიდან დაბრუნების შემდეგ გამართა. ანსამბლი „ერისიონი“კარიბის ზღვის კუნძულ მარტინიკზე Festival de fort de france-2016-ის ფარგლებში იმყოფებოდა. ფესტივალის 45 წლიანი ისტორიის განმავლობას „ერისიონი“ მესამე ანსამბლია, რომელიც მეორედ მიიწვიეს. ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტებმა დიდი აღიარება მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები