კონცერტს, რომელიც მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი გარემოს შექმნას ისახავდა, თბილისის მერი დავით ნარმანია და მისი მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დაესწრნენ. დავით ნარმანიამ პროექტში მონაწილე ოპერის მომღერლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონცერტს მოისმენს უდიდეს სიამოვნებას მიიღებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებაა, მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტების შესრულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულის ცხელი დღეებია, კონცერტის ჩატარება ღია ცის ქვეშ გადაწყდა. მსმენელის სიმრავლეცაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შედგა“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კონცერტზე, ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან, ცნობილი დუეტები და არიები ანიტა რაჭველიშვილმა, ოთარ ჯორჯიკიამ, მარიამ როინიშვილმა, მარიამ ნაჭყებიამ, ნატალია ქუთათელაძემ, მიხეილ ქირიამ, გიორგი ონიანმა, ნიკოლოზ ლაგვილავამ, სულხან ჯაიანმა და გოჩა აბულაძემ შეასრულეს.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს კი ნიკოლოზ რაჭველმა და რეზო ჯავახიშვილმა უდირიჟორეს.
მასალის გამოყენების პირობები






