აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში არასამთავრობოორგანიზაცია „ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა" ქვემო ქართლში ახორციელებს ინოვაციურ პროექტს„საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“. პროექტის ფარგლებში 16-ი ახალგაზრდა გაივლის ერთკვირიან უფასო ტრენინგს გიდებისა და ტურ-ოპერატორებისათვის.
პროექტის ფარგლებში შეირჩა 16 გიდი, რომელსაც ტრენინგის პირველი ეტაპი უკვე ჩაუტარდათ ივნისის თვეში საქართველოში , ტრენინგების მეორე ეტაპი კი ჩატარდება სომხეთის ქალაქ დილიჟანში. შერჩეულ გიდებს ტრენინგების მეორე ეტაპი დაეწყებათ 15 აგვისტოს. საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება 16 გიდი, რომელიც ერთიკვირის მანძილზე დაესწრება უფასო ტრენინგს გიდებისა და ტურ-ოპერატორებისათვის, რისი დასრულების შემდეგაცმიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა გიდების შესარჩევი კონკურსი. გასაუბრების შედეგად ქვემოქართლის მასშტაბით შეირჩა 16 გიდი. შერჩეულ გიდებს ტრენინგების პირველი ეტაპი უკვე ჩაუტარდათ ქალაქბოლნისში, ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება სომხეთის ქალაქ დილიჟანში.
ტრენინგებს გაუძღვებიან კვალიფიცირებული ექსპერტები და ტრენერები. პროექტში მონაწილე გიდები ტრენინგებისშედეგად მიიღებენ დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ მათ მომავალი დასაქმებისთის.
გიდების ტრენინგების გარდა დილიჟანში პროვაიდერების ტრენინგებიც ჩატარება, რომელსაც ქვემო ქართლისმასშტაბით შერჩეული პროვაიდერები დაესწრებიან. პროვაიდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ტურისტებსშესთავაზებენ სხვადასხვა სერვისებს ქვემო ქართლის მასშტაბით. ესენი არიან - სასტუმროსა და რესტორნისმფლობელები და ასევე საოჯახო სასტუმროებისა და მცირე ბიზნესის მფლობელები.
მიმდინარე პროექტი „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთოპრობლემების მოგვარება" ხორციელდება სინქრონულად სომხეთსა და საქართველოში. პროექტის სამიზნე სწორედსაზღვრისპირა რეგიონებია - საქართველოში ქვემო ქართლი, ხოლო სომხეთში თავუშის რეგიონი. პროექტის მთავარიმიზანია აღნიშნული რეგიონების თემებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების ახალიპერსპექტივების შემქნა და საბოლოო ჯამში ცხოვრების დონის ამაღლება.
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარებისგზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება" ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/eaptcarmgeotour/
მასალის გამოყენების პირობები






