გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შპს „ნიუ სფეისი“ შეამოწმა
საზოგადოება - 12:00, 14 Aug, 2016     2576

მიმდინარე წლის 22 ივლისს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღანძილეში, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს "ნიუ სფეისი"-ის (ს/კ 404884773) ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო შეამოწმეს.

საწარმო დათვალიერების დროს ფუნქციონირებდა და მოწყობილია ხარაგაულის ადგილობრივ მმართველობასთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის საფუძველზე.

საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, საქმიანობა მიეკუთვნება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებულ საქმიანობას. წყალაღებას აწარმოებს ზედაპირული წყლის ობიექტიდან(მდინარე ჩხერიმელა) წყალაღების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

დათვალიერებით გამოვლინდა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის საწარმოო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა და სალექარიდან ამოღებული შლამის ბაქანი. თანამშრომლებმა საწარმოში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის 3 თანაბარი ნიმუში აიღეს მდინარეში ჩაშვების ადგილზე .

სინჯის ლაბორატორიული დამუშავების შედეგად მიღებული დასკვნით კომპანიას საწარმოო ობიექტის ფუნქციონირების შედეგად დარღვეული აქვს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მდინარე ჩხერიმელას დაბინძურებას ახდენს შეწონილი ნივთიერებებით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ელოდება შპს „ნიუს სფეისი"-გან წარმომადგენლის გამოყოფას, რათა შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიების გატარებასთან ერთად მოხდეს ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42