20 000-მდე მასწავლებლის გადამზადების მიზნით ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს
საზოგადოება - 10:00, 13 Aug, 2016     3401
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. 180 ტრენერი “მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების” გრძელვადიანი, ხუთკრედიტიანი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულს - „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ გადის.

ტრენინგის გავლისას, ტრენერები მოსწავლის როლს მოირგებენ, რათა კარგად გაითავისონ მოდულის შინაარსი, ის პედაგოგიური მიდგომები, მეთოდები და აქტივობები, რომლის დანერგვასაც მიზნად ისახავს ტრენინგ-მოდული.

მასწავლებლებისთვის აღნიშნული ტრენინგები 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და მას ეტაპობრივად, საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი გაივლის. აღნიშნულ პროცესში 20 000-მდე მასწავლებელი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში, ტრენინგში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც, რომლებისთვისაც საგანგებოდ ითარგმნდება სატრენინგო მასალა და გადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.

პირველ ეტაპზე პედაგოგები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ზოგად უნარებში გადამზადდებიან, ხოლო 2017-2018 წლებში მათ მოსწავლეზე ორიენტირებული საგნობრივი მეთოდიკის კურსის - „აქტიური სწავლა-სწავლების მიდგომები“ გავლის შესაძლებლობა მიეცემათ. პროექტის ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების სწავლების პროცესში ლაბორატორიების ეფექტურად გამოყენების ხელშესაწყობად, იგეგმება „ლაბორატორიის“ ტრენინგი, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება - პირველ ეტაპზე, ტრენინგები ლაბორატორიის გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროცესის მდგრადობისთვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით მზადდება მასალა და გადამზადდებიან ტრენერები უცხოელი კონსულტანტების მიერ.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. პროექტის საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42