სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2მ/რს, ვარკეთილის ზემო პლატოს: აბაშვილის, გორგაძის ქუჩებს, კალაუბნის ქუჩის N32, N34, N36, N36ა, N38 კორპუსებს, ხომლელის ქუჩის N2, N3, N4, N5ბ, N7 კორპუსებს, ჯავახეთის 1-ელ და მე-2 შესახვევებს, თრიალეთის ქუჩას კალაუბნის ქუჩამდე,;
ორხევის დასახლება: ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, ჩანტლაძის, ბანეთიშვილის, აბაშელის ქუჩებს;
ალექსეევკის დასახლების N1-დან N4-ის ჩათვლით ქუჩებს, აეროდრომის დასახლების N7-დან N14-ის ჩათვლით ქუჩებს, სამხედრო დასახლების 1-ელ და მე-2 ქუჩებს;
ისნის რაიონში:
ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის N1, N2, N3, N4 მ/რაიონებს, შანდორ პეტეფის და ონაშვილის ქუჩას, წულუკიძის ქუჩას და შესახვევებს, სამგორის დასახლების კორპუსებს და მე-8 ლეგიონის დასახლებას.
მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები






