კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ. მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
საზოგადოება - 15:52, 12 Aug, 2016     2817
კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული. ჩვენ გავაკეთეთ საფუძვლიანად 6,4 კმ გზა - კოჯრის ცენტრიდან სამადლომდე. მნიშვნელოვანია ის, რომ დაიგო არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ მოეწყო სანიაღვრე სისტემა, გაკეთდა 15-ზე მეტი ხელოვნური ნაგებობა, წყლის ასაქცევი სისტემები, ისე რომ ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივ ვადიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია ის, რომ სეზონზე, როცა აქეთ მოძრაობის ინტენსივობა იზრდება, საგზაო სამუშაოები დავასრულეთ, შესაბამისად ჩვენი თანამოქალაქეები დღეიდან კომფორტულად და თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა: მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ, წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებით ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე, მწყობრიდან გამოვიდა წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალი მასალისგან კი შევიწროვდა გზის მონაკვეთები, შესაბამისად, გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებდა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოეწყო საინჟინრო ნაგებობები - აშენდა 3 საყრდენი კედელი, მოეწყო 16 სანიაღვრე მილი, წყალმიმღები ჭები და კიუვეტები. გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ასევე, გაგანიერდა და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42