თბილისში ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა
საზოგადოება - 12:29, 12 Aug, 2016     1775

თბილისში, ქავთარაძის ქ. N23-ში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” შენობაში, დედაქალაქის მასშტაბით ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი 9,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და მისი კლინიკური და ფუნქციური დაგეგმარება „JCI“-ის (საერთაშორისო ერთობლივი კომისია) რეკომენდაციებით განხორციელდა, რომელიც სამედიცინო სტანდარტის დამდგენი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა.

დიაგნოსტიკური ცენტრი უახლესი თაობის ციფრული სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. მძლავრადაა განვითარებული რადიოლოგიური და ენდოსკოპიური განყოფილებები.

დიაგნოსტიკური ცენტრი კლინიკური მიმართულებების ყველა დარგს დაფარავს, როგორც ბავშვებისათვის ისე მოზრდილებისთვის. ცენტრში ასევე იფუნქციონირებს დღის სტაციონარიც.

ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის რეაბილიტაცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ განახორციელა და მასში 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური ცენტრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბულატორიული დაწესებულებაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლე 30 000 ბენეფიციარს მოემსახურება. რთული სამედიცინო შემთხვევებისას ცენტრში შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის კვლევებისა და მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდების განხილვა ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებთან კონსულტაციით.

2017 წლის ზაფხულში, ამავე შენობაში ფუნქციონირებას უკვე ცენტრის ჰოსპიტალური ნაწილიც დაიწყებს, რომელიც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურითა და კომპიუტერული საოპერაციო ბლოკებით იქნება აღჭურვილი. ქავთარაძის ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვისთვის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 2017 წლის ბოლომდე 70 მილიონ ლარს გადააჭარბებს და სამედიცინო დაწესებულების მთლიანი ფართი 35 000 კვ/მ განისაზღვრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42