საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტაქსის მძღოლი სასტიკად სცემეს და მისი კუთვნილი ავტომობილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
როგორც "ნიუპოსტის" რეგიონალური კორესპონდენტი ზუგდიდიდან იტყობინება, შემთხვევა გუშინ მოხდა, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ზუგდიდიდან ტაქსის მძღოლი აიყვანეს და ფახულანში წაყვანა სთხოვა.
დაზარალებულის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიახლოებისთანავე მას ერთ-ერთი მგზავრი იარაღით დაემუქრა და ავტომობილიდან გადასვლა მოსთხოვა.
წინააღმდეგობის გაწევის დროს მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ყაჩაღობის ფაქტები და ავტომობილების ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანა.
ოპოზიცია კრიმინალური ფაქტების გახშირებას დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებს.
"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, დაზარალებული წალენჯიხის პოლიციაში დაიკითხა.
შს სამინისტროში კი "ნიუპოსტს უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლისთ მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები