აღსანიშნავია, რომ ირაკლი კანონიერი ქურდის მიხეილ ყალიჩავას შვილია, რომლის ისტორიაც ფაზილ ისკანდერმა თავის მოთხრობებში აღწერა. როგორც ცნობილია სწორედ ამ მოთხრობების საფუძველზეა გადაღებული ცნობილი რუსული ფილმი „კანონიერი ქურდები“ («Воры в законе»).
მიხეილ ყალიჩვას რეალური მკვლელობა იური ლაკობას მიერ, რომელიც 1985 წელს სოხუმში მოხდა ფილმში აღწერილია, როგორც ვალენტინ გაფტის პერსონაჟის ,,არტურისა“ და გივი ლეჟავას პერსონაჟის „რამზესის“ დაპირისპირება. თუმცა, მკვლელობის მოტივები კინოში აღწერილს არ ემთხვევა. რეალურ ცხოვრებაში ყოფილი მეგობრები ურთიერთსიძულვილმა დააპირისპირა. იმ დროს აფხაზეთში ლაკობა ყველაზე გავლენიან კანონიერ ქურდად ითვლებოდა. ხოლო ქურდების უმეტესობა აფხაზეთში ქართველი ეროვნების იყო, ხოლო მათ შორის წამყვანი პოზიციები ყალიჩავას ეკავა და ლაკობამაც ყალიჩავა მოიშორა.
ამ მკვლელობის გამო ლაკობას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა ქურდებმა ეს ვერ აღასრულეს და ლაკობა თავისი სიკვდილით გარდაიცვალა. კინოფილმში ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა - „არტური“ მოკლეს.
როგორც გამოცემა ,,პრაიმკრაიმი" წერს, დღეს აფხაზეთში 9 ე.წ. კანონიერი ქურდია, აქედან 7 აფხაზი ეროვნების, 2 - ქართველი. ლაკობა-ყალიჩავას ისტორიის შემდეგ, რამდნიმე აფხაზზე ქართველებს დღესაც სურთ შურისძიება, მაგრამ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შედიან.
დავუბრუნდეთ დაკავებულ ირაკლი ყალიჩავას. იგი ერთერთი ლიდერია ე.წ. „სოხუმური ქურდული ოჯახისა“ და მერაბ ჯანგველაძის მარჯვენა ხელი. ირაკლი მერაბის შორეული ნათესავიცაა. არსებობს ინფორმაცია, რომ კიევიდან ირაკლი ყალიჩავა ოდესაში გადააგზავნეს და იქიდან დეპორტაცია გაუკეთეს.
მასალის გამოყენების პირობები