„100 ქარხანა რომ აშენებულიყო, ახლა რომელიმეში ვიქნებოდი მუშად “-გურულები "ოცნების" დაპირებებზე
საზოგადოება - 12:40, 11 Aug, 2016     9155
„დაძლევთ უმუშევრობას და სიღარიბეს, შევუქმნით შრომისუნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს. შევუქმნით შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს“. - ეს ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის წინასარჩევნო დაპირებებია, რომლის განხორციელებას „ოცნების“ ხელისუფლება მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირდებოდა. თუმცა, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის თავზე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, რომ არ არის სამუშაო ადგილები და მთავრობამ მათი იმედები ვერ გაამართლა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ 4 წლის წინანდელი დაპირება ვერ შეასრულა.
„გურიის მოამბემ“ ქუჩის გამიკითხვა ჩოხატაურსა და ოზურგეთში ჩაატარა და ადგილობრივებისგან მოისმინა, თუ რა გაკეთდა მათთვის ბოლო წლების განმავლობაში:
ჩოხატაური
“ოცნების ხელისუფლებამ ვერ იმუშავა. ახალგაზრდები ცდილობენ სამუშაოდ თურქეთში გადავიდნენ, თუმცა საზღვრის კვეთის გამო, ზოგიერთ მათგანს სოციალური დახმარება მოუხსნენ.“
„იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე ვიყავით. ყველა, ვინც მოდის გავტყუებს. ახლა ისევ ჭკუასელი ღებულობს აღჩევნებში მონაწილეობასო, მთალად დაკარგენ სირცხვილი. აქამდე თუ არაფერი გაუკეთებია, აწი რას იზამს? ხალხი სულელი ჰგონიათ მაგათ“
„არცერთ პარტიას არ მივცემთ ხმას და საერთოდ არ მივდივარ არჩევნებზე. არავინ არაფრის გამკეთებელი არაა. “
„რაღაც კი გაკეთდა, მაგრამ ეს არაა საკმარისი. ბიძინას დაპირებებს, რომ გავეცანი, იმის მესამედი რომ გაკეთებულიყო, ყველა ბედნიერი იქნებოდა“.
„ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის დაპირებული 100 ახალი საავადმყოფო და ივანიშვილის დაპირებული 100 ახალი ქარხანა... კიდევ უფრო შორეულ წარსულში მილიონი სამუშაო ადგილი, დენი10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი - უფასოდ. ყველა არჩევნების წინაა მაგარი, მერე ავიწყდებათ დაპირებები.“
ოზურგეთი
„ერთი-ორ თავ ყველს გამოვიტან ბაზარში, რომ პურის ფული მაინც გვქონდეს. ყველანაირად გვიჭირს. გაუსაძლისია ცხოვრება!“
„ერთი კვირაა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი, მე და ჩემი და იქ ვართ სამი წელია და ვმუშაობთ. ვიფიქრე დავრჩებოდით, მაგრამ ვერ დავრჩებით, რადგან აქ ცხოვრებისთვის არანაირი პირობები აქ არ არსებობს. ვერ ვიმუშავებთ ვერსად და იძულებული ვართ ისევ წავიდეთ. წინა მთავრობას რომ აკრიტიკებდნენ, არაფერი გაუკეთებიათო, მე ვერც ამათ გაკეთებულს ვხედავ ვერაფერს. რატომ უნდა ვიყო უცხო ქვენის მოქალაქის მონა? ან რატომ უნდა მოვწყდე ოჯახს სამი წლით? მირჩევნია, იმის მესამედი მქონდეს, რაც თურქეთში მაქვს, მაგრამ გეკითხებით სად ვიმუშავო აქ?!“.
„არ არსებობს სფერო და საკითხები, სადაც პრობლემები არ გვქონდეს. ეს არ არის მარტივი პრობლემები. ესენია ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ტურიზმი,დასაქმების პრობლემა. მე მუნიციპალიტეტის მომავალი განვითარება ასე წარმომიდგენია: უნდა იყოს განვითარებული ტურიზმი და სოფლის მეურნეობა“.
„მე, რომ მეკითხებით თუ შესრულდა ის დაპირებები რაც ივანიშვილს და მის გუნდს ქონდა, ეს თვითონ მაგათ კითხეთ და საინტერესო რას გეტყვიან. დილის 8 საათიდან საღამოს 7-მდე ქუჩაში ვარ 10 თეთრი რომ დამჩეს. მაგენი გვპირდებოდა ის რომ გაკეთებულიყო, ახლა რომელიმე ქარხანაში ვიქნებოდი მუშად და ხელფასი მექნებოდა.“
„არაფერი არ გაკეთებულა ჩვენთვის, გზა თუ დააგეს და ფილები ქუჩაში, ჩვენთვის ამით არაფერი შეცვლილა. მშიერი ფილაზე გავივლი თუ ჩვეულებრივ გზაზე, აქვს მნიშვნელობა?!“.
„არ მგონია მოიძებნოს ისეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაპირება გადაჭარბებით შეასრულა“.
„ჩემთვის არაფერი არ გაკეთებულა და ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა იმათვის კი გაკეთდა. სიღარიბე დაიძლევაო და ოზურგეთში იმაზე უარესად გვაქვს საქმე, რაც გვქონდა დასაქმების კუთხით და სხვა რეგიონში თუ მოაგვარეს ეს პრობლემა ვერ გეტყვით.“
„აფთიაქიდან მოვდივარ და სამ ცალ წამალში 145 ლარი მივეცი, ორი არ მიყიდია არ მეყო ფული. ესაა ჯანდაცვის ხელშეწყობა? სამი შვილი მყავს და არცერთი არ მუშაობს. ასე ვართ რამდენიმე წელია.“
„რომელ ხელისუფლებას შეუსრულებია დაპირებები, ივანიშვილს რომ შეესრულებია?! წინასარჩევნოდ უხვად გვაქვს დაპირებები და მერე ყველას ავიწყდება ხალხი, ბიძია“.


თეა იოსელიანი- გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42