მეტეორეკომენდატორი ბათუმში - დროის რა მონაკვეთში, სად შევაფაროთ სიცხეს თავი
საზოგადოება - 12:16, 11 Aug, 2016     5468

ფონდ Your Forest-ის ორგანიზებით და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარში მეტეორეკომენდატორი სადგურების პროექტის „“«Smart City: Heat Wave Pilot Project” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მთავარი მიზანია უახლესი მაღალტექნოლოგიური კლიმატური სადგურების საშუალებით, ურბანული კლიმატური ქსელის განვითარება, რომელიც უწყვეტ მეტეოროლოგიურ მონიტორინგს განახორციელებს (განახლების ინტერვალი 10 დან 30 წუთამდე ). მონიტორინგის მიზანია გააფრთხილოს ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მოსალოდნელი სითბური ტალღების მოახლოების, სითბური დასხივების, ქარიშხლისა და სხვა მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ. შეგროვილი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება თავისუფალ ონლაინ რეჟიმში დაინტერესებული სახელმწიფო სამსახურებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე ტურისტებისთვის.

მეტეორეკომენდატორის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა „პიკის საათის“ დროს სითბური ტალღებისგან თავის ასარიდებლად შესაფერისი ადგილების მარშრუტების შემუშავება და დაგეგმარება.

მეტეორეკომენდატორის საშუალებით მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში შეძლებს ინფორმაციის მიღებას, სად, რომელ ტერიტორიაზე, დროის რა მონაკვეთში, რა სითბური მონაცემებია, რომელი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის რისკფაქტორის შემცველი და დროის რა მონაკვეთში სად უნდა შეაფარონ თავი.

საქართველოში ჯანმრთელობაზე სითბური ტალღების გავლენის ზუსტი შეფასების უწყვეტი მეტეოროლოგიური მონიტორინგი დღემდე არ განხორციელებულა. სტატისტიკური მონაცემებით კი, სითბური ტალღები, როგორც წესი, ზრდის მოსახლეობის სიკვდილიანობის რიცხვს, მაგალითად, ძლიერი სიცხის დროს 1939 დან 2015 წლამდე მსხვილ ქალაქებში სიკვდილიანობის დონე აშშ-ში ( ნიუ იორკი, ჩიკაგო და ლოს ანჯელესი) 7 % დან - 147 % მდე გაიზარდა . 2003 წელს სიცხე ევროპაში დაახლოებით 70 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. მაღალი ტემპერატურა და ნესტი იწვევს, არა მხოლოდ სითბური ტალღის გამოწვევას, არამედ დაავადებების ფართო სპექტრის გამწვავება: სითბური კრუნჩხვები, სითბური გამოფიტვა ასევე გაუწყლოვანება, ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

პროექტის საპილოტე ეტაპის ფარგლებში 6 მაღალტექნოლოგიური კლიმატური სადგური ქალაქ ბათუმში განთავსდება. ორი სადგური კი ქალაქის შემოგარენში.

პროექტი სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და სხვადასხვა სექტორისთვის პერსონალურად შეიქმნება.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ბაზაზე, პროექტის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა სექტორისთვის სისტემის პროფესიონალური ვერსიების შექმნა და შემუშავება, კერძოდ: შეგროვდება ჯანმრთელობის მაჩვენებლების ანონიმური ბაზა, მეტეოროლოგიურ მოვლენებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირის გამოსავლენად, გამაფრთხილებელი სისტემა ალერგენების, ქვიშის ქარიშხლების შესახებ, საფრთხე ასთმით დაავადებულთათვის, ხანდაზმულებისთვის და მათთვის ვინც იღებს წამლებს, ვისზეც მოქმედებს კლიმატური პირობები და ა.შ. იგეგმება უსაფრთხო ადგილების მარშრუტების დაგეგმვა ( მაღაზიები, კაფეები, კანიონები, რესტორნები) ასევე ახლოს მდებარე დახმარების პუნქტები. სისტემასთან მიერთებული იქნება პირდაპირი კავშირი უახლოეს ექიმთან , რომელიც შეძლებს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას და ასევე ექსტრემალურ შემთხვევებში სასწრაფო დახმარებასთან. ქალაქის შესაბამისი სამსახურების დროული გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ: ხანძარი, ქარიშხალი, გვალვა, მაღალი ევაპოტრანსპირაცია, თოვლი, ინფექციისა და დაბინძურების რისკი და ა.შ. მოსალოდნელი კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად დროული ღონისძიებების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ადამიანებისათვის დახმარების გაწევა. კლიმატური მონაცემების გათვალისწინებით გათვლითი სისტემა ოპტიმალური მწვანე მშნებლობისათვის. პროექტის ორგანიზატორები მომხმარებელს შესთავაზებენ აგრო საწარმოს ანალიზს, მფლობელი შესძლებს მოსავლის მონაცემების შეყვანას, სანაცვლოდ წარდგენილი იქნება რეკომენდაციები წარმოების ოპტიმიზაციისათვის და აგრეთვე წარმოების გაუმჯობესების შესაძლო ვარიანტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42