"ლიპო, აწიე თავი!"- ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლის ცრემლები ოლიმპიადაზე (ვიდეო)
სპორტი - 11:15, 11 Aug, 2016     10915

“ლიპო, აწიე თავი! ოქრო იქით იყოს, შენ ხარ კაცი, შენ ხარ საქართველოს სიამაყე. შენი ვერცხლი ჩვენთვის დიდი სიხარულია. ვიცი, შენზე მეტად არავის უნდოდა ოქრო, მაგრამ შენ მაინც შეძელი საქართველოს დროშა აგეწია.

ლიპო, აწიე თავი!”- ასე მიმართა ცნობილმა ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა ქართველ ოლიმპიელს, ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს ფეისბუკზე.

მსგავსი შინაარსის პოსტები მრავლად იყო 10 აგვისტოს , მას შემდეგ რაც რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, 10 აგვისტოს დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე მიაღწია, ფინალში კი იაპონელ მაშუ ბეიკერთან დამარცხდა. განსაკუთრებით ემოციური დაჯილდოების ცერეონიალი იყო, ქართველ ძიუდოისტთა კაპიტანმა მეორე კვარცხლბეკზე დგომისას ცრემლი ვერ შეიკავა.

"ბევრის მთქმელია ეს მომენტი. ძალიან მაგარი ადამიანი და სპორტსმენი ლიპო."- გაამხნევა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ თანამემამულე.

"მედალი-ვერცხლი, კაცი- ოქრო"

"ვაახ რა ოქროს ბიჭები წერენ საქართველოს ისტორიას- წერენ ჟინით, შემართებით, ცრემლით! წერენ თავდახრილნი, გულზე ეროვნული დროშით! თვალსა და ხელს შუა რამდენი დარჩეული ვერცხლისწყალივით გოგო-ბიჭი მოვლენია ამ ქვეყანას, მოსულან უხმაუროდ, ყოფნას კი ჩვენდა გასახარად ზარ-ზეიმით აპირებენ! მათი შემხედვარე მთელი ერი ჟრიამულებს, მე კი ბედნიერი შუა დუბლინის ქუჩაში მოვაბიჯებ და ვფიქრობ- ” ვაახ როგორ გაზრდილა და დავაჟკაცებულა, როგორ მოხატულა ჩემი პატარა საქართველო”- დაწერა საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.

ვერცხლამდე ლიპარტელიანს ძლიერ მეტოქეებთან მოუწია შერკინება, თუმცა მათი დამარცხება ქართველმა ფალავანმა ადვილად მოახერხა. მერვედფინალში გადასასვლელად ლიპარტელიანმა ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს შებოჭვით მოუგო, იგივე მეთოდით შეძლო ნაურუს წარმომადგენლის ოვინი უერას ძლევაც. ნახევარფინალში გადასასვლელად მონღოლეთის წარმომადგენელს ოტგონბაატარ ლხაგვასურენს დაეჭიდა და ორი შიდოთი დაამარცხა. ნახევარფინალში ლიპარტელიანს სამხრეთ კორეელ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დონგჰვანთან მოუწია შერკინება და მეტოქეს იპონით სძლია. ფინალში იაპონელ მაშუ ბეიკერს შეხვდა, დაძაბულ ბრძოლაში იაპონელმა ერთი იუკოს მოპოვება შეძლო და ბრძოლაც ამ შედეგით მოიგო. ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

მიუხედავად იმისა , რომ ოლიმპიური ვერცხლის მოპოვება არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს და არანაკლებ პრესტიჟული და საამაყოა, ვარლამ ლიპარტელიანის თქმით ის შედეგით უკმაყოფილოა და ეს შედეგი არ იყო ის, რისთვისაც იბრძოდა:

"ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერი ჩავდე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ვხედავდი რა დღეში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ჩემი გამარჯვებით მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. მინდა ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატება ვუსურვო”- განაცხადა „მსოფლიო სპორტთან“ ლიპარტელიანმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42