გორში, ქართულ ჭიდაობაში შინდისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების სახელობის პირველობა გაიმართა
საზოგადოება - 19:58, 10 Aug, 2016     3036

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართულ ჭიდაობაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი გორის რაიონის სოფელ შინდისის საჭიდაო მოედანზე მიმდინარეობდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების 50-მა სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ტურნირს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.
ასპარეზობა 60, 66, 73, 81, 90 და აბსოლუტური წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო. ტურნირს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგია აკვირდებოდა. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული III ქვეით ბრიგადას ხვდა წილად - მათ ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს. ხოლო კაპრალი გიორგი მახარაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი) ტურნირის ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ დასახელდა, - მან ყველა შეხვედრა სუფთა გდებით მოიგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ქართულ ჭიდაობაში, გენერალური შტაბის უზრუნველყოფის ცენტრის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების სამმართველოს ორგანიზებით, მეორედ გაიმართა.

საპრიზო ადგილები წონების მიხედვით:
60 კგ.
1. რიგითი გიორგი კუპატაძე (ეროვნული გვარდია);
2. რიგითი გიორგი ჯაშიაშვილი ( IV მექანიზირებული ბრიგადა);
3. კაპრალი შოთა კევლიშვილი (I ქვეითი ბრიგადა);

66 კგ.
1. რიგითი ბექა შერმადინი (I ქვეითი ბრიგადა);
2. რიგითი დავით ხიზანიშვილი (I საარტილერიო ბრიგადა);
3. კაპრალი ბონდო კიკაძე (სპეცილაური ოპერაციების ძალები);

73 კგ.
1. რიგითი ნუგზარ ქურასბედიანი (III ქვეითი ბრიგადა);
2. კაპრალი ნიკა მაწონაძე (I ქვეითი ბრიგადა);
3. რიგითი ირაკლი ჯანიაშვილი (სპეციალური ოპერაციების ძალები);

81კგ.
1. კაპრალი გიორგი მახარაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი);
2. კაპრალი კობა მესხი (I ქვეითი ბრიგადა);
3. რიგითი გიორგი სოზიაშვილი (I საარტილერიო ბრიგადა);

90 კგ.
1. რიგითი ალექსანდრე ქურასბედიანი (III ქვეითი ბრიგადა);
2. რიგითი ვლადიმერ მუმლაძე (IV მექანიზირებული ბრიგადა);
3. კაპრალი მერაბ სარაული (სპეციალური ოპერაციების ძალები);

აბსოლუტური
1. რიგითი ავთო იოსელიანი (სპეციალური ოპერაციების ძალები);
2. ს/პ კახაბერ ყორღანაშვილი (სპეციალური ოპერაციების ძალები);
3. რიგითი არჩილ ჯღუნიაშვილი (უზრუნველყოფის ცენტრი);

გუნდური პირველობა:

1. III ქვეითი ბრიგადა;
2. I ქვეითი ბრიგადა;
3. სპეციალური ოპერაციების ძალები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42