კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 11 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას, ჯანჯღავას და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, პაოლო იაშვილის და დავით ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






