პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება
საზოგადოება - 10:18, 10 Aug, 2016     3348

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება. ახალი ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება.

ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისა და გზის გაფართოების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას ბოლო მითითებები მისცა.

„პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება. მომდევნო კვირიდან მოძრაობა უკვე ორივე მიმართულებით გაიხსნება. პროექტი ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი - აქ განიტვირთება, როგორც საავტომობილო მოძრაობა, ასევე, გადაადგილება ტურისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გახდება უფრო კომფორტული. გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ასევე ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და შესაბამისად პროექტის განხორციელების შედეგად ეს არეალი კიდევ უფრო მეტად განვითარდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარია გამოყოფილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42