"რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება"-საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება
საზოგადოება - 18:10, 09 Aug, 2016     1793

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაზეა პოიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადედბებზეა საუბარი.

განცხადებაში წერია, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

"უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების, ხელისუფლების წარმომადგენლების და სხვადასხვა პოლიტიკოსების, მათ შორის, ბოლო დღეებში ბ-ნი მამუკა მდინარაძის მხრიდან არაერთგზის გაკეთდა განცხადება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი მხარს უჭერდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც გამოიწვევდა არჩევნების ჩაშლას (რასაც ე.წ „საკონსტიტუციო გადატრიალებაც“ კი დაარქვეს), ვინაიდან დროის მოკლე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საარჩევნო ოლქების ხელახალი ადმინისტრირება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ განცხადებების ავტორებს ან არ წაუკითხავთ გადაწყვეტილება ან არ ესმით მისი შინაარსი, ან განზრახ ახდენენ გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტირებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობდა სულ 8 მოსამართლე და ისინი იყვნენ ერთსულოვანნი გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა პარლამენტის მიერ საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენას და ერთხმად მიიჩნიეს, რომ ეს ნორმები შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას თეორიულადაც კი არ შეეძლო გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება და შესაბამისად არჩევნების ჩაშლა.

გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეთა ხმები ორად გაიყო მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების დადგენისას გამოყენებულ კრიტერიუმებს. განხილვაში მონაწილე მოსამართლეთა ნაწილს, რომელიც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას უჭერდა მხარს, მიაჩნდა, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარისად ცხად კრიტერიუმებს, რომელიც ცესკო-ს შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო ოლქების საზღვრები კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად დაადგინოს. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდებოდა, ის არ გამოიწვევდა ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქების თავიდან დადგენის პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ცესკო-ს მიერ დადგენილი ოლქები გასაჩივრებული არ ყოფილა"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42