აღნიშნულ საკითხზე დღეს განმარტება გააკეთა თბილისი მერის დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლების დროს გაიცა.
“მშენებლობის ნებართვა ჩვენამდეა გაცემული და ამ საკითხს ჩვენ დამატებით გადავხედავთ. თუ ეს მიზეზი გამოწვეულია მაღლივი მშენებლობით, რომელზეც ნებართვა გაიცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმმართველობის პერიოდში, რასაკვირველია კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხი დადგება.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ სქემებზე ვაგებინებთ მათ პასუხს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობაში კი მიიჩნევენ, რომ მოქმედ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მოქმედ მერიას ეკისრება.
“სამშენებლო მოედნების უსაფრთხოებაზე, მიმდინარე მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა მუდმივად ეკისრება მოქმედ თბილისის მერიას, მოქმედ ზედამხედველობის სამსახურს, ასე რომ დავით ნარმანია საკუთარ პასუხიმგებლობას ამ საკითხში ვერ გაექცევა,“ - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს რომ ნებართვის გაცემის კუთხით სრული ქაოსია.
“არის ქაოსი მშენებლობის დროს, ნებართვების გაცემის დროს, არანაირი გეოლოგიური დასკვნა, არანაირი ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების და ერთი კომპანია არ დაუჯარიმებიათ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვიღაცას კი არ უნდა აბრალო, სამაგალითოდ უნდა დასაჯო ეს კომპანია, რომ სხვებიც ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






