ქართველი მაგისტრების პროექტი მილანში წლის საუკეთესო პროექტად დასაახელდა
საზოგადოება - 15:24, 09 Aug, 2016     3205
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრების პროექტი მილანის არქიტექტორთა კავშირის და პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ერთობლივი გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

იხილეთ ბმული

მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ალექსანდრე ანდღულაძის და ნიკოლოზ ლეკვეიშვილის ერთობლივი სამაგისტრო პროექტის თემა: საბჭოთა მასობრივი მშენებლობის პოლიტიკას და საბჭოთა უბნების ანალიზს ეხება, “Transformation of Soviet district: formation of time bank community”, პროექტის ხელმძღვანელი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი სტეფანო ბოერია.

ქართველმა სტუდენტებმა არქიტექტურულ პროექტში ინტერვენციის ტერიტორიად გლდანი შეარჩიეს და სამაგისტრო პროექტში საბჭოთა მასობრივი მშენებლობის ერთ-ერთი ნიმუშის - გლდანის გამოცოცხლების და უბნის ცენტრალურ ღერძზე არსებული სამი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი შენობის ტრანსფორმაციის გეგმა წარმოადგინეს.

პროექტის მიზანი, გლდანის ტერიტორიაზე მინიმალური ჩარევით, მაქსიმალური შედეგის მიღწევა იყო, რომლის განხორციელების მეთოდოლოგია, მაგისტრებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული გლდანის მსგავსი უბნების და იქ არსებული პორბლემების გადაწყვეტის ანალიზის და შესწავლის შედეგად ჩამოაყალიბეს.

თბილისში და კერძოდ გლდანში, არსებული რეალობის გადმოსაცემად, არქიტექტორებმა კონსულტაციები თბილისის სხვადასხვა საზოგადოებრივ მოძრაობასთან გაიარეს, რომელთა ხედვაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც უბნის ისე მთლიანად ქალაქის განვითარებას.

გლდანის ტერიტორიაზე ინტერვენციის ფორმის ძიების პროცესმა მოიცვა პლატონის ფორმის ფილოსოფია და მოქანდაკე ჰენრი მურის “Helmet”-ის სკულპტურული სერიები. პროექტის უმნიშვნელოვანესი, ნაწილი დაეთმო “Time Bank Community”- ის ჩამოყალიბების გეგმას, რომლის არსი - სერვისის სერვისში გაცვლაში მდგომარეობს, სადაც დრო არის ვალუტა, ხოლო ადამიანები უბნის ტრანსფორმაციის მთავარი მონაწილეები.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი გახლავთ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტი ხოლო ალექსანდრე ანდღულაძე საქართველოს პრეზიდენტის, კულტურის სამინისტროს და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.

ალექსანდრეს ანდღულაძეს სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს მილანის და საერთაშორისო არქიტექტურულ ფირმებში და გახლავთ “Young Architects Competition 2016”-ის ფინალისტი.

ნიკოლოზ ლეკვეიშვილის სამუშაო გამოცდილება ინდოეთის, თურქეთის და გერმანიის არქიტექტურულ ფირმებს მოიცავს, აღსანისნავია მისი წარმატებული კოლაბორაცია გერმანელ და თურქ არტისტებთან, მილანის Design Week-ის და მილანის Fashion Week-ის ფარგლებში. ქართველი არქიტექტორები, ამჟამად იტალიაში მოღვაწეობენ და რამოდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42