თურქეთში, რუსეთში, ირანში და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს ანაკლიამ "მომავლის ბანაკში"უმასპინძლა
საზოგადოება - 10:43, 09 Aug, 2016     7395

მიმდინარე წლის 1-7 აგვისტოს ანაკლიის ,,მომავლის ბანაკმა" უმასპინძლა მოზარდების მეოთხე ნაკადს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უცხოეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა თურქეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან.

ბანაკში ყოფნის პერიოდში მოზარდები აქტიურად იყვენენ ჩართული პროგრამით გათვალისწინებულ კულტურულ და სპორტულ ღონისძებებში. საზეიმოდ აღინიშნა „საქართველოს დღე“; ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოადგინეს. დაჯილდოვდნენ სპორტულ სახეობებში გამარჯვებული გუნდები.

ბანაკის მეოთხე ნაკადის დახურვას ესწრებოდნენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თემურ ტარტარაშვილი და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით წელს 144 ქართველი მოზარდი შეძლებს ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში“ დასვენებას. მათი ჩამოყვანა სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ნაკადში, რომელიც დღეს დასრულდა, მონაწილეობა მიიღო 48 მოზარდმა. 9-16 აგვისტოს ანაკლიის ბანაკი ჩვენი თანამემამულეების მეორე ნაკადს უმასპინძლებს, ხოლო მესამე ნაკადი 17-24 აგვისტოს განხორციელდება.

პროექტი „მომავალის ბანაკი“, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42