"უფლება არ მქონდა, არ მომეგო რუსისთვის"- შავდათუაშვილის პირველი კომენტარი რიოში გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)
სპორტი - 10:13, 09 Aug, 2016     13992
ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის პრიზიორი მეორედ გახდა. ლონდონის ოლიმპიადაზე 2012 წელს მოპოვებული ოქროს შემდეგ, შავდათუაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ საგი მუკის იპონით სძლია და კარიერაში მეორე ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.საპრიზო ადგილისთვის ბრძოლამდე ყველაზე ემოციური ორთაბრძოლა, კარალეთელმა სპორტსმენმა რუს დენის იარცევს მოუგო.
ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელთან პირველი ინტერვიუს MySports.Ge-მ ჩაწერა
ლაშა შავდათუაშვილი: "ძალიან დიდი სიხარულია,როდესაც შეგიძლია შენი პატარა წვლილი შეიტანო ქვეყნისთვის კარგ საქმეში და რამდენიმე წამით მაინც დაავიწყო პრობლემები, შენს გულშემატკივრებს. რუსთან შეხვედრის დროს დაძაბული ვიყავი, ვფიქრობდი, რომ უფლება არ მქონდა არ მომეგო რუსისთვის, იქიდან გამომდინარე,რომ ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს ბრძოლაში. მე არ მქონდა უფლება დღეს სხვანაირად გამოვსულიყავი ამ ბრძოლაში. წონა შევიცვალე ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ და ყოველთვის რთულია ახალ წონაში წარმატებით გამოსვლა. მაგრამ დიდი შრომის ხარჯზე შევძელი. რა თქმა უნდა მსურდა ოქროს მედალი, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ნებისმიერი მედლის მოპოვება ნამდვილად დიდი წარმატებაა. ეს გამარჯვება მთელს ქვეყანას მინდა მივუძღვნა".
წყარო: mysports.ge









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42