გველები, ვირთხები, დატბორილი ეზოები და გაზის აფეთქების საშიშროება- მოსკოვის ქუჩის მოსახლეობა შველას ითხოვს
ქვეწარმავლები, ვირთხები, ანტისანიტარია, სპეციფიკური სუნი, მღრღნელები, დატბორილი სახლები და ეზოები– ადგილობრივი მოსახლეობა წლებია გაუსაძლის მდგომარეობას ებრძვის.
ქალაქ ოზურგეთში, მოსკოვის ქუჩის მცხოვრებლები მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის გამო შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე „გურიის მოამბესთან“ საბრობენ.
მოსახლეობა ზაფხულობით ქვეწარმავლების სიმრავლეზე, წლის ნებისმიერ დროს კი საშინელ სუნსა და ანტისანიტარიაზე საბრობს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ანტისანიტარიის გამო შესაძლოა სხვადასხვა ინფექციური დაავადებებიც გავრცელდეს. პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მათ შესაბამის სამსახურს განცხადებითაც რამდენჯერმე მიმართეს. ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა არხის განაპირა ზოლი სპეციალური ხსნარით რამდენჯერმე შეწამლეს, თუმცა ეს პრობლემას ვერ აგვარებს.
,,არხზე მიერთებულია კანალიზაცია და საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. უკვე აუტანელია აქ გაჩერება. მნიშვნელობა არა აქვს წელიწადის დროს, პრობლემა ყველა სეზონზე ერთნაირია. ზაფხულობით, მოსახლეობა ქვეწარმავლების სიმრავლემაც შეგვაწუხა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც მოსახლეობასთან შეხვედრებზე დადიოდნენ, დაგვპირდნენ, რომ პრობლებას მოაგვარებდნენ. თუმცა დღემდე ამის მოლოდინში ვართ. გარდა ამისა, უკვე ნაგვითაა მდინარე სავსე, აღსადგენია ნახევრად დანგრეული ჯებირები. წვიმის დროს ეზოებიც იტბორება“. - აცხადებენ ადგილობრივები.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაჭაობებულ ადგილას მომრავლებული ქვეწარმავლები სახლებშიც შედიან:
„არხს ქვეწარმავლები მოყვებიან და სახლში შემოდიან, გავაღე კარები და იქვე გაწოლილი იყო გველი. მერე, მიერთებულია ამ არხზე კანალიზაციები, წყალს ხან შეუცვლიან სათავეს და გადააგდებენ მეორე მხარეს. ეს ადგილი რომ შრება უარესი სიტუაციაა, სუნი აუტანელი. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ყოფილა. უბრალოდ მოვიდნენ, ნახეს და წავიდნენ. წყალი თუა ადიდებული, პირველ სართულებზე შემოდის, არ აკავებს არაფერი. ამ არხში ერთი დინოზავრი არ არის, თორე სხვა ყველაფერია. საშინელი მდგომარეობაა, ხან ამ გზიდან საერთოდ არ მოვდივარ, გავლა შეუძლებელია ხოლმე. გაწმინდონ უნდა, მოაჯირი გაუკეთონ“ - ამბობს ალეკო ხუნდაძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც აქ გვესაუბრებიან, მოძველებული გაზის მილებია, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის.
მოსახლეობა შიშობს, რომ თუ „სოკარჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცია, შესაძლოა ერთ დღეს აფეთქდეს: „გაზის გაყვანილობა საფრთხეშია, მილები დაზიანებულია, თუ არ გამოიცვალა, ერთი სიგარეტის გაქნევა და უკვე აფეთქებაა“
„არც მოედანია აქ ბავშვებისთვის, არც სკვერი, შეხვედრებიც რომ იმართება, ადგილი არ არის სადაც ოდნავ სიმშრალე იქნება და სისუფთავე.
უკვე აღარ გვჯერა არავისი, ხალხი გაცივდა, რაც არ უნდა ეხვეწო, უკვე აღარც ჩემი ხათრით გამოვა და არც არავისი. ბალახს კარგი, მოერევი, მაგრამ ამხელა წყალს, რომელიც წვიმის დროს უფრო დიდდება და ეზოებს ტბორავს, რა უნდა უქნა? არცერთი ქუჩა ასეთ მდგომარეობაში არ არის, ჩვენი რომაა. არის ოჯახები, რომელსაც არც საკანალიზაციო ცენტრალური სისტემა არ აქვს და პირდაპირ ამ არხზე აქვთ ტუალეტები გადადგმული. საკუთარი ძალებით ვცდილობთ მოვაგვაროთ პრობლემა, მაგრამ ვერ ვერევით. ამ წყალს რამხელა სიღრმე აქვს იცით? წელამდე ჩადიხარ, ღამე ბაყაყების გაბმული ყიყინი არ მოგასვენებთ. სანიაღვრე არხი გაგვიკეთონ, ჭას აღარ ვამბობ, ნამეტანი მოთხოვნა არ გამოგვივიდეს და არ შეწუხდეს ხელისუფლება“-გვეუბნებიან მოსკოვის ქუჩელები.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა