მოცურავე ირაკლი ბოლქვაძის სინჯებმა დადებითი პასუხი აჩვენა. საწყლოსნო ფედერაციათა პრეზიდენტის დავით რურუას განმარტებით ირაკლი ბოლქვაძემ ავსტრიაში შეიძინა ვიტამინი, რომელიც სავარაუდოდ შეიცავდა ისეთ ნივთიერებას, რომელიც ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულია. რურუას განმარტებით ამ პერიოდისთვის მოკვლევა მიმიდნარეობს. საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, ირაკლი ბოლქვაძე ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს. რევიშვილისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. იგი 400 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზებს. რომელმაც რიოს B სალიცენზიო ნორმატივი 21 აპრილს, ბელორუსის ღია პირველობაზე შეასრულა.
სულ მალე გახდება ცნობილი ბოლქვაძის დოპინგ ტესტის მეორადი სინჯების პასუხი. ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს მოკვლევა.
წყარო jako.fm
მასალის გამოყენების პირობები