ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა
საზოგადოება - 16:52, 05 Aug, 2016     44872
კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე-გონჩაროვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე აგრუნის უკვე ყოფილი რექტორი ლაშა გოცირიძე ავრცელებს. გოცირიძის თქმით აღნიშნული ცვლილება ორი მიზეზის გამო მოხდა, პირველი ის, რომ განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას, ამიტომ რექტორის ცვლილება განვითარების, გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა. მეორე მიზეზად კი გოცირიძე იმ პროექტებს ასახელებს, რომელშიც თავად არის ჩართული და რომლებისთვისაც მეტი დროის დათმობას გეგმავს:

„მეგობრებო, კოლეგებო,

მე ძალიან მიხარია, რომ 2011 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დიდი და გამორჩეულად თბილი ოჯახის წევრი გავხდი. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, თქვენთან ერთად მემუშავა აგრარული განათლებისა და მეცნიერების მოდერნიზების საქმეზე. ჩვენმა შრომამ შედეგები მალევე გამოიღო, დღეს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლაც და მოღვაწეობაც ყველასთვის საამაყოა. თქვენთან ერთად მიხარია ჩვენი უნივერსიტეტის მიღწევები და გული მწყდება იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ვერ შევძელით. დაბეჯითებით მჯერა, რომ უნივერსიტეტი გააგრძელებს შემდგომ განვითარებას.

განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას. განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა რექტორის ცვლილებაც. ახალი რექტორი ახალი ენერგიით და იდეებით შეძლებს უნივერსიტეტის კიდევ უფრო წინ წამოწევას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძირითადი ქარტეხილები ერთად უკვე გადავლახეთ და ამჟამად კარგი დროა ასეთი ცვლილებისთვის.

ალბათ იცით, რომ უნივერსიტეტში საქმიანობის პარალელურად, კონსულტაციებს ვუწევდი სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ბიზნეს პროექტებს, ვღებულობდი სხვადასხვა შემოთავაზებებსაც. მათ შორის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევა და მიმზიდველი პროექტი არის უკრაინაში, კერძო უმაღლესი სასწავლებლის დაფუძნება, მისი ფაქტიურად ნოლიდან შექმნა. კონსულტანტის რანგით წელიწადზე მეტია ჩართული ვარ უკრაინის ამერიკული უნივერსიტეტის (American University of Ukraine) დაარსების საქმეში. პროექტის განვითარებასთან ერთად, საჭირო ხდება ჩემი უფრო მეტი ჩართულობა. მაქვს შესაბამისი შემოთავაზებაც.

ამ ორი ძირითადი ფაქტორის გამო, გადავწყვიტე დავტოვო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. აგვისტოს თვეში დასვენების შემდეგ, საკმაოდ კარგი და საინტერესო უკრაინული გამოწვევის მიღებას ვაპირებ.

ცოდნის ფონდის დამფუძნებლის, ანასტასია გონჩაროვა-ბენდუქიძის შემართების, მომავალი რექტორის ახალი ენერგიისა და იდეების, და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სინერგიის შედეგად, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ ჩვენი უნივერსიტეტის მომავალ წარმატებებს.“- წერს ლაშა გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42