კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ თითქმის ერთი თვეა რაც აწარმოებს შიდა მოკვლევას თავისი თანამშრომლების კეთილსინდისიერი საქმიანობის შესახებ ახმეტის რაიონში.
კერძოდ, არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე, 11 ივლისს შეიქმნა „ახმეტის სერვის ცენტრის საქმიანობის შესახებ“ კომისია, რომელიც შეისწავლის კახეთის რეგიონალური ოფისის ახმეტის სერვის ცენტრის დისტრიბუციის და ანალიზის სამსახურის საქმიანობას. კომისიის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოვლინდა გარკვეული დარღვევები, რის საფუძველზეც 2016 წლის 18 ივლისს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ რიგი და უფლებამოსილება შეუჩერდათ „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს რიგ თანამშრომლებს.
აღმოჩენილ დარღვევებზე შიდა მოკვლევა გრძელდება და საბოლოო ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გვინდა გაცნობოთ, რომ ახმეტის სერვის ცენტრის აბონენტების საკითხი, რომლებსაც გააჩნიათ პრეტენზიები მოხმარებული ბუნებრივი გაზის დარიცხვასთან დაკავშირებით, იქნება შესწავლილი ინდივიდუალურად და სადაო თანხის ოდენობაზე საკითხის საბოლოო შესწავლამდე, მათთვის არ მოხდება ბუნებრივი გაზის შეწყვეტა.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ დაბეჯითებით მოუწოდებს თავის აბონენტებს, თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევაში მოგვმართოს ცხელ ხაზზე 16 114. აგრეთვე არ აწარმოონ ანგარიშსწორება უშუალოდ კომპანიის თანამშრომლებთან, ვინაიდან, დადგენილი წესით, თანხის გადახდა წარმოებს შესაბამისი გადახდის აპარატების ან უშუალოდ ბანკების მეშვეობით.
მასალის გამოყენების პირობები






