6 აგვისტოს 60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი კანადის წარმომადგენელს სერჯიო პესოას შეხვდება.
66კგ კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი 7 აგვისტოს იჭიდავებს და მეტოქე ადრიან გომბოკი (სლოვენია) იქნება.
ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის (73კგ) მეტოქე ჯერჯერობით გაურკვეველია, მისი მეტოქე ან კუბელი მაგდიელ ესტრადა იქნება ან ჩეხი ჯარომირ ჯეჟეკი
ავთანდილი ჭრიკიშვილი (81კგ) 9 აგვისტოს იჭიდავებს და ის კუბის წარმომადგენელს ივან ფელიპე სილვა მორალესს დაუპირისპირდება
ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) პირველ შეჯიბრს 10 აგვისტოს გამართავს და ის კომროშოხ უსტოპირიონს (ტაჯიკეთი) დაეჭიდება.
ბექა ღვინიაშვილი (100 კგ) 11 აგვისტოს ბენჯამინ ფლეტჩერს (დიდი ბრიტანეთი) დაეჭიდება.
ჯერჯერობით გასარკვევია +100 კგ - ადამ ოქრუაშვილი და ძიუდოისტ ქალთა შორის 70 კგ -ესთერ სტამის მეტოქეები
მასალის გამოყენების პირობები