პროფესიული წინსვლის კიდევ ერთი მაგალითი
საზოგადოება - 09:51, 05 Aug, 2016     1949

სასწავლო დაწესებულებებში მიღებული განათლება აუცილებელია შემდგომი პროფესიული კარიერის განსახორციელებლად. თუმცა ზოგიერთი საქმიანობის სფერო კონკრეტული საკითხების ზედმიწევნით ცოდნას საჭიროებს, რაც ხშირად საუნივერსიტეტო განათლების მიღმა რჩება და შესაბამის გადამზადებას მოითხოვს.

ამდენად, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება საკმარისი არ არის სამსახურებრივი დავალებების ჯეროვნად შესასრულებლად, განსაკუთრებით იმ სფეროში, როდესაც იხარჯება სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები და იზრდება სამსახურებრივი პასუხისმგებლობაც. იმ საჯარო მოსამსახურეებს შორის, ვინც ჩართულნი არიან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში და ფუნქციურად ევალებათ შესყიდვების ყველა ეტაპის მონიტორინგი, აღნიშნული საკითხებისადმი პროფესიული ინტერესი მატულობს და ხშირად მათი სპეციალური გადამზადების საჭიროებაც წარმოიქმნება.

ბექა ღარიბაშვილი, პროფესიით ფინანსისტია, თავდაპირველად დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა საატესტაციო კომისიის მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. მან 2014 წელს წარმატებით დაასრულა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დარგობრივი კურსი ,,საჯარო ფინანსების მართვა და შიდა აუდიტი“. როგორც თავად აღნიშნავს, სასწავლო პროგრამის შედეგად მიღებულმა ცოდნამ დადებითი გავლენა იქონია მის შემდგომ პროფესიულ წინსვლაზე. შესაბამისად, მან გადაინაცვლა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და დღემდე აგრძელებს საქმიანობას საჯარო ფინანსებისა და შესყიდვების სფეროს მიმართულებით.

,,უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ საშუალება მომცა, თეორიული ცოდნა მიმეღო. თუმცა, ნებისმიერი პრაქტიკოსი დამეთანხმება, რომ სამუშაოს შესრულებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მაგალითების გაზიარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. პირადი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ სკოლამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ სამსახურებრივ წინსვლაზე. ეს კი მიუთითებს სკოლის პრესტიჟსა და პოპულარობაზე საჯარო მოსამსახურეებს შორის. მოვუწოდებდი ყველას, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც მათ სკოლა სთავაზობს,’’ - განაცხადა ბატონმა ბექა ღარიბაშვილმა.

ყოველი წარმატებული ისტორია სკოლის საქმიანობის წარმატებაზე მიუთითებს, რაც ეხმიანება სასწავლო დაწესებულების გაცხადებულ მისიასა და მიზნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42