კომისია სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებული შემთხვევების გამო მიმართვას ავრცელებს
საზოგადოება - 16:12, 04 Aug, 2016     1404

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ყურადღებას ამახვილებს ტელეეთერით სიძულვილის ენის გამოყენების გახშირებულ შემთხვევებზე და მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.

ბოლო დღეებში სამაუწყებლო სივრცეში შემდეგი ორი ფაქტი დაფიქსირდა:

ააიპ „მედია კავშირი ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემა „პოლიტიკური ღამის“ წამყვანმა ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა: „...მაგ ენას აი ამ ნამგლით ამოგჭრით და მაგ რეგვენ თავებს, მაგ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ...“.

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დაპირისპირებისას ერთ-ერთმა რესპოდენტმა ოპონენტს შემდეგი ფრაზით მიმართა: "...შუბლს გაგიხვრიტავ შე ნაგავო, თავპირი არდამამტვრევიო...".

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეახსენებს მაუწყებლებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56–ე მუხლის შესაბამისად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

მედიათავისუფლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის უფლება არ გააჩნია არც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და არც სასამართლოს, ამგვარი პრეროგატივა მხოლოდ თავად მაუწყებლის მიერ შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს აქვს მინიჭებული. კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მაუწყებლებს თავისუფლებასთან ერთად საზოგადოების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. შესაბამისად, მოუწოდებს მათ, ისევე როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები, არ დაუშვან სიძულვილის ენის წახალისება, მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს, (განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში) იხელმძღვანელონ სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამა „პოლიტიკური ღამის“ წამყვანი ბ-ნ ვალერი კვარაცხელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის „კვარაცხელია–სოციალისტების“ თავმჯდომარეს წარმოადგენს. კომისია მიმართავს ააიპ „მედია კავშირ ობიექტივს“ გაითვალისწინოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტისსახით მონაწილეობა დაუშვებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42