ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით მიმავალი გერმანიის დაკარგული მოქალაქის ქალიშვილი დახმარებას ითხოვს. ვიქტორია სერდაკოვსკაია შესაბამის უწყებებს 65 წლის სერგეი სმისლოვის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
სერგეი სმისლოვის კომპანია „ეპტისა“-ს წარმომადგენელი იყო, აღნიშნული კომპანია მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფს. სმისლოვი ერთი თვის წინ გაუჩინარდა, როგორც ცნობილია გრემანიის მოქალაქე კამერებმა ბოლოს დაბა ჯვრის ცენტრში დააფიქსირეს. მას კონტრაქტი 15 ივლისს ეწურებოდა, 12 ივლისს კი გაუჩინარდა, ამდრომდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი. მის ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ სმისლოვი სოფელ უჯავადან ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. ქალბატონი ვიქტორია აცხადებს, რომ მამამისს ბათუმში ბინის შეძენა სურდა, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ კი საქართველო უნდა დაეტოვებინა.
სერგეი სმისლოვის დაკარგვიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობდა, თუმცა მის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.
ვიქტორია სერდაკოვსკაიამ ენგურის ხიდზე დაკარგული მამის ფოტოსურათები გააკრა და იგი ფულად ჯილდოს გადაუხდის მას, ვინც სერგეი სმისლოვის პოვნაში დაეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები






