სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩატარდება
საზოგადოება - 10:49, 04 Aug, 2016     10117

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგისა და აღდგენითი თერაპიის ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ა. წერეთლის გამზ. N69–სა და კალოუბნის ქ. N12–ში.

ქვეპროგრამის ფარგლებში, სქოლიოზის სკრინინგს ექვემდებარებიან 10–დან 18 წლის ჩათვლით, ხოლო ბრტყელტერფიანობის სკრინინგს – 4–დან 15 წლის ჩათვლით პირები.

ქვეპროგრამის შემდეგი მომსახურების – აღდგენითი თერაპიის ჩასატარებლად დაფინანსებას ექვემდებარება სქოლიოზის დიაგნოზისას რენტგენოლოგიურად დადასტურებული ხერხემლის 100-დან 450-ის გადახრის კუთხის მქონე შემთხვევები. კერძოდ, ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება:

· სამკურნალო მასაჟი - არაუმეტეს 15 პროცედურა;

· სამკურნალო ფიზკულტურა - არაუმეტეს 15 პროცედურა;

· ფიზიოთერაპია - არაუმეტეს 8 პროცედურა.

მომსახურების მოცულობის შესაბამისად, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების ჯამური მოცულობა შეადგენს 244 ლარს. ამასთან, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, მომსახურება უფინანსდებათ სრულად, ხოლო ყველა სხვა პირს – 70%–ით.

ქვეპროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარების შემდეგ, აღდგენითი თერაპიის დაფინანსების მისაღებად გამოკვლეული პირის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სქოლიოზის სკრინინგის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ორთოპედის მიერ თბილისის მერიაში განცხადების რეგისტრაციამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი ხერხემლის გადახრის კუთხესთან დაკავშირებით და აღდგენითი თერაპიის საჭირო კურსის მოცულობა.

განცხადების შესწავლის შემდეგ, ქვეპროგრამის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებისა და სრული დოკუმენტაციის შემთხვევაში, საქალაქო სამსახური დაფინანსების თანხმობის წერილს გასცემს, რომლითაც ბენეფიციარი მერიაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42