ქართველი სპორტსმენების ოლიმპიადებზე გამოსვლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადაზე ძალოსან კახი კახიაშვილის გამოსვლა იყო. ქართველმა სპორტსმენი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდში საქართველოს წარადგენდა, მისი გამარჯვების შემდეგ ტაბლოზე მისი სახელისა და გვარის გასწვრივ რუსეთი მიაწერეს. კახი კახიაშვილი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე მანამდე არ ავიდა, ვიდრე ქვეყნის დასახელება საქართველოთი არ შეაცვლევინა.
ცხინვალელი სპორტსმენი ქართველ სპორტსმენთა შორის ტიტულებით გამოირჩევა:
ტიტულები: XXV, XXVI და XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1992 (90კგ; ბარსელონა, ესპანეთი), 1996 (90კგ; ატლანტა, აშშ), 2000 (94კგ; სიდნეი, ავსტრალია); მსოფლიოს ჩემპიონი - 1995 (99კგ; გუანჟოუ, ჩინეთი), 1998 (94კგ; ლაჰტი, ფინეთი), 1999 (94კგ; ათენი, საბერძნეთი); მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1993 (91კგ; მელბურნი, ავსტრალია); 1994 (91კგ; სტამბოლი, თურქეთი); ევროპის ჩემპიონი - 1992 (91კგ; სექსარდი, უნგრეთი), 1993 (91კგ; სოფია, ბულგარეთი), 1995 (91კგ; ვარშავა, პოლონეთი), 1996 (99კგ; სტავანგერი, უნგრეთი); ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1994 (91კგ; სოკოლოვი, ჩეხეთი), 1999 (94კგ; ლა კორუნია, ესპანეთი); ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1998 (94კგ; რიზა, გერმანია); ევროპის თანამეგობრობის ჩემპიონი - 1995, 1996, 1998; ევროპის სუპერთასი - 1993; დსთ-ის ჩემპიონი - 1992; საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი - 1992, 1993; ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი - 1992; ძალოსნობის დიდების დარბაზის წევრი - 2011
მასალის გამოყენების პირობები