როგორც ბაზრის მეპატრონე ცეზარ მაღლაკელიძე "ქუთაისპოსტან" საუბარში ამბობს, 1 700 000 ლარი მოვაჭრეების საქონლის, ხოლო 500 000 ლარი შენობა-ნაგებობის ზარალია.
ზესტაფონში ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ე.წ. შავი ბაზარი შპს "საირხეს" ეკუთვნის. ორგანიზაცია 6000-მდე ჰექტარ ტერიტორიას ფლობს. ხანძარმა 1000 კ.მ-მდე ფართობზე განლაგებული სავაჭრო ობიექტები მთლიანად გაანადგურა.
ცეზარ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ტერიტორია 97 ინდმეწარმეს ჰქონდა იჯარით აღებული. ცეცხლის გჩენის გამო 42-მა მოვაჭრემ საქონელი სრულად , ხოლო დანარჩენმა ნაწილობრივ იზარალა.
"მხოლოდ ერთი სათხოვარი მექნება მთავრობისთვის, რომ დაზარალებულებს მიაქციონ ყურადღება. სესხები ბანკებიდან აქვთ გამოტანილი და ცოდვები არიან. არ მაქვს საუბარი ჩემს თავზე", - ამბობს ცეზარ მაღლაკელიძე.
ზესტაფონის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს ზარალის ანაზღაურება საკმარისი ფინანსების არქონის გამო არ შეუძლია და მთავრობის დახმარების იმედზე არიან.
მასალის გამოყენების პირობები






