კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 3 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვარდის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, დმანისის, ერისთავის და მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების და ამირეჯიბის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ახალციხელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






