ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული საბავშვო ბაღის მშენებლობა, "ქართული ოცნების" დროშის ფონზე მიმდინარეობს.
პარტიული დროშა, სააღმზრდელო დაწესებულების თავზე რამდენიმე დღეა ფრიალებს.
ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ცენტრის დირექტორს, დავით წულაძეს, რომელიც აცხადებს, რომ თუ ეს ასეა, მაშინ სოფლის თავკაცების გაკეთებული იქნება:
_ ბატონო დავით, ლესის საბავშვო ბაღის მშენებლობა ბოლოს როდის მოინახულეთ?
_ დაახლოებით ერთი კვრის წინ ვიყავი
_ "ქართული ოცნების" პარტიული დროშა თუ ნახეთ სახურავზე რომ ფრიალებს?
_ არა,არ მინახავს! საერთოდ არაფერი არ ვიცი.
_ მე იქ პირადათ ვიყავი და ფოტოც მაქვს გადაღებული? არის თუ არა ეს კანონის დარღვევა, მით უფრო წინასსარჩევნო პერიოდში?
_ კი მარა საიდან მოჩხრიკეთ? ეტყობა მშენებლებმა და სოფლის თვკაცებმა დაკიდეს-გვიპასუხა წულაძემ.
"გურიის მოამბე" დაუკავშირდა, სოფელ ლესის დეპუტატს, ელისო ჭიჭინაძეს, რომელიც გვიმტკიცებს, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ყოველდღე ეცნობა, თუმცა დროშა მას იქ არ უნახავს:
"ყოველ დღე ვნახულობ მშენებლობას, მაგრამ არსად მსგავსი არაფერი მინახავს. ეს არის მცდარი ინფორმაცია.
_ ბატონი დავითი გვეუბნება, რომ ეს სოფლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მოხდა...
" ჰოდა, თუ ასე გიპასუხა წულაძემ, მას ჰქონია ინფორმაცია და მასე დაწერეთ"-იყო ჭიჭინაძის პასუხი.
სოფელ ლესის საბავშვო ბაღის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 449 ათას 380 ლარი გამოყო. პროექტი 2016-17 წლებში უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე მთლიანად დასრულებულია მშენებლობა და დაწყებულია შიდა სარემონტო სამუშაოები.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






