ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების წინააღმდეგ ღონისძიების ჩასატარებლად იყენებენ ბიოინსექტიციდს, რომელიც სპეციალურად წყლის ზედაპირზე კოღოს მატლების გასანადგურებლად არის შექმნილი და მოქმედებს 20-30 დღის განმავლობაში. პრეპარატი რეკომენდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და უსაფრთხოა როგორც ადამიანების, ცხოველების, თევზებისა და ფუტკრებისთვის, ასევე გარემოსთვის.
მთავრობის დადგენილებით, სურსათის ეროვნული სააგენტო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მეორე წელია, ატარებს ტრანსმისიური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს საკურორტო ზონაში. ქიმიური და ბიოლოგიური წამლობებისშედეგად, მცირდება მწერების პოპულაცია და ტრანსმისიური დაავადებების გავრცელება. 2015 წელს სააგენტოს სპეციალისტების მიერ 3260 ჰა დამუშავდა. მიმდინარე წელს წამლობის პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოში მაისში 560 ჰა-ზე ჩატარდა. მეორე ეტაპზე აღნიშნული სამუშაოები 3500 ჰექტარზეა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






