კომპანია "თელასი" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო,, ხვალ 2 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების II, IV მიკრორაიონების და აბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების I და II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქეთევან წამებულის გამზირის, წინანდლის, თელავის, კობარეთის, ახმეტის, კასპის, დოესის, წერნაკის, ნოსირის, უბილავას, ავლიპ ზურაბაშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






