ამ ვერაგ დაავადებასთან საბრძოლველად თქვენი დახმარება მჭირდება!
საზოგადოება - 16:23, 01 Aug, 2016     2308
ენერგიულობისგან და აქტიურობისგან მხოლოდ სუსტი ღიმილი შემორჩა და ამ ღიმილს გაუსაძლისი ტკივილების მიუხედავად გარშემომყოფებს ჩუქნის. გვინდა საქველმოქედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი - ქალბატონი მარიამ ლალიაშვილი გაგაცნოთ. განათლებით ფილოლოგია, 31 წელი უმაღლეს სასწავლებლებში. პედაგოგად მუშაობდა

მეუღლესთან ერთად თბილისის გარეუბანში ცხოვრობდა, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და არაფერი აკლდათ. მაგრამ სამი წლის წინ მათი მშვიდი ცხოვრება მარიამის უეცარმა ავადმყოფობამ შეცვალა. ახლა იგი საწოლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად წამოდგომაც კი უჭირს.

როდესაც თავის ცხოვრებას, სტუდენტებს და კოლეგებს იხსენებს თვალები ცრემლით ევსება.

მარიამს მისი მეუღლე უვლის. ბატონ ომარს სამსახურის დატოვება მოუხდა, რომ მეუღლე გასაჭირში მარტო არ მიეტოვებინა. იგი ყველაფერშე ეხმარება მარიამს და ცდილობს მას ცხოვრება შეუმსუბუქოს.

მეუღლე ხშირ-ხშირად რომ არ შეაწუხოს, მარიამი ითმენს ტკივილებს და მას დასახმარებლად არ ეძახის და ეს კი ხშირად ცუდად მთავრდება. რამდენიმე დღის წინ მარიამმა წამოდგომა გადაწყვიტა, თავი ვერ შეიკავა და დაეცა. ახლა ომარი მას წუთითაც არ ტოვებს...

მათი მცირედი დანაზოგი მკურნალობას და ოპერაციას მოხმარდა და ახლა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ. მიზერული პენსია ძვირადღირებულ წამლებში იხარჯება. პროდუქტების საყიდლალ თანხა აღარ რჩებათ და ამიტომ სადილი, დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ.

სავალალო საცხოვრებელი პირობები, მათ ისედაც მძიმე ყოფას ამძიმებს. სახლის გასარემონტებელი თანხა კი მათ არ გააჩნიათ.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ვერ დარჩებოდა გულგრილი ქალბატონი მარიამის პრობლემების მიმართ. ექთნები მას სარეაბილიტაციო პროცედურებს უტარებენ, ეხმარებიან წამლებით და საკვები პროდუქტებით. მაგრამ ამ ოჯახის ყველა პრობლემას მხოლოდ ფონდი ვერ გადაწყვეტს. ამიტომ „სოციალური პარტნიორობა“ მოუწოდებს ყველა გულისხმიერ ადამიანს, შეძლებისდაგვარად მხარში დაუდგეს მათ. პირველ რიგში ოჯახს პროდუქტები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები სჭირდება. ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონი მარიამის ცხოვრებას შეამსუბუქებს!

თუ გაქვთ საშუალება, ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ქალბატონ მარიამს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ ლალიაშვილი) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/144/ დასახმარებლად ასევე შეგიძლიათ დარეკოთ სპეც ნომერზე: 0901 200 270, ზარის ღირებულება 1 ლარი

გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42