სოციალურად დაუცველთა ზრუნვის ინდექსი რეკორდულად დაბალია - IPM კვლევა
საზოგადოება - 11:25, 01 Aug, 2016     1539
„აიფიემი“ აგრძელებს მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას. მცირე შეხსენებისათვის, ჩვენ ვზომავთ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც სხვა არაფერია თუ არა მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასება. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში, იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ჩვენ წარმატების მოლოდინის ინდექსს ვუწოდებთ, და ამ ორი მაღლა აღწერილი ინდექსის ბაზაზე, ითვლება მთავრობის რეიტინგი, მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით. სხვა ტექნიკური ინფორმაცია იხილეთ სტატიის ბოლოს.

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

სამი თვის წინანდელ შედეგებთან შედარებით, ინდექსის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად (რეკორდული 4 პუნქტით) დაიკლო სოც. დაუცველებზე/პენსიონერებზე ზრუნვის მიმართულებით და შეადგენს -22. ორი პუნქტით დაიწია მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების შეფასების ინდექსმა (-21-დან -23-მდე). აღსანიშნავია, საგარეო ურთიერთობების სფეროში ინდექსის 4 ერთეულით მომატება და ამ მაჩვენებლის უარყოფითი ნაწილიდან დადებითში გადანაცვლება.

GS Index - მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

წარმატების მოლოდინის ინდექსი

2 – 5 წლიან პერსპექტივაში წარმატების მოლოდინის ინდექსმა მოიმატა ყველა საკვლევი დარგისთვის, გარდა ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის და განათლება-მეცნიერების მიმართულებით. ეს ფაქტი შეიძლება ავხსნათ მოახლოებული არჩევნებით და მათთან დაკავშირებული გარკვეული იმედების არსებობით.

GS Index - წარმატების მოლოდინის ინდექსი

შედარებითი გრაფიკი

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.

აღნიშნულმა ინდექსმა აპრილის თვის შედეგებთან შედარებით ცვლილებები არ განიცადა.

GS Index - მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

შედარებითი გრაფიკი

ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგის დინამიკა ბოლო 1 წლის განმავლობაში.

ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი

ქვემოთ გრაფიკებზე მოყვანილია ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი ყველა საკვლევი მიმართულებით.

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის საშუალო ინდექსი განაგრძობს ვარდნას და დაეცა უკვე -11.1-მდე (0.5-ით ნაკლები აპრილთან შედარებით). მოლოდინის ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა, პირიქით, 0.7 ერთეულით მოიმატა და შეადგენს -2.7. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს ზრდა შეიძლება დავაკავშიროთ მომავალ არჩევნებს.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგის საშუალო მაჩვენებელმა შეაჩერა ვარდნა და 0.1 პუნქტით მოიმატა კიდევაც, თუმცა იგი კვლავ რჩება ძალიან დაბალ დონეზე და თავის ერთი წლის წინანდელ მაქსიმალურ მაჩვენებელს ჩამორჩება 1.2 ერთეულით. გარკვეულწილად რეიტინგის საშუალო მაჩვენებლის უმნიშვნელო ზრდა უკავშირდება არა მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს, არამედ მომავალში მისი გაუმჯობესების მოლოდინს.

ტექნიკური ინფორმაცია

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი

• წარმატების მოლოდინის ინდექსი

• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2016 წლის ივლისის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

• ჯანდაცვის სფერო

• განათლება და მეცნიერება

• ეკონომიკური საქმიანობა

• დასაქმება

• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა

• საგარეო ურთიერთობები

• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი

• პოლიცია

• ადამიანის უფლებები

• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი

ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.

წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42