საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა
საზოგადოება - 09:56, 01 Aug, 2016     1836

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 29 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რ. პ-ს სახელით საჩივარი წარადგინა.

2014 წლის 23 აგვისტოს რ. პ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ქურდობის ბრალდებით. დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, რასაც თვითმხილველი მოწმეებიც ადასტურებან და რის შედეგადაც რ. პ-მ სხეულის დაზიანებები მიიღო. მომჩივნის დაზიანებები დადასტურდა სამედიცინო დოკუმენტაციითა და ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულ ფაქტზე 2014 წლის 5 სექტემბერს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიების დაწყებიდან დღემდე მომჩივანმა არაერთი განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა, დღემდე მისთვის უცნობია, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამასთან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რ. პ-ს დღემდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

სტრასბურგში წარდგენილ საჩივარში საია დავობს, რომ პოლიციელების მხრიდან გამოყენებული ძალა იყო გადამეტებული და არაპროპორციული, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მომჩივნის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონდა. ასევე, ხელისუფლებამ არ უზრუნველყო პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიება.

ამავდროულად, რ.პ. ბრალდებული იყო ქურდობის ჩადენაში, რის გამოც მოხდა მისი დაკავება. ამ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებისას სააპელაციო სასამართლომ და შემდგომ, უზენაესმა სასამართლომ შეუზღუდეს მას უფლება, დაეკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა. ორივე სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა რ.პ-ს უარი მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოილების შესახებ, რის გამოც მას შეუზღუდეს დაცვის მხარის უფლებები და ის ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააგდეს, რაც შეუთავსებელია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან.

საია წარდგენილ საჩივარში მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური და პროცედურული ნაწილის (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლის (1) და მე-3 (დ) პუნქტების (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევას ასაბუთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42