შემოდგომაზე თბილისში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
საზოგადოება - 14:32, 31 Jul, 2016     2091

ნაძალადევის რაიონში (მიტინგის ქუჩა #1) ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სივრცის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. საბავშვო ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2016 წლის შემოდგომაზე შევა.

სამშენებლო პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა.

ახალი საბავშვო ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს, დასაქმდება 65-მდე ადამიანი.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

„სრულდება კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა. როგორც ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას დავპირდით, ახალი სასწავლო წლისთვის ამ ბაღს გავხსნით და 400-მდე აღსაზრდელს მივიღებთ.

ადგილობრივებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამით მოგვარდება ათეულობით წლების განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა.

აღსანიშნავია, რომ აშენდა ახალი შენობა, ბაღს ექნება კეთილმოწყობილი ეზო და აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. ჩვენს პატარებს ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი 79-ე ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. არსებული შენობა 2011 წელს, მძიმედ ავარიულობის გამო, დაიხურა. ახალი ბაღის მშენებლობისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 1 063 170 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, შემოდგომაზე თბილისში კიდევ 2 ახალი ბაღი გაიხსნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42