მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის გასაცნობად საქართველოს იორდანიის განათლების მინისტრი ეწვია
საზოგადოება - 11:43, 31 Jul, 2016     1525

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, საქართველოში იორდანიის მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოვიდა. დელეგაციას იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი მოჰამად თნეიბათი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მხარდაჭერას გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ახორციელებს. დელეგაციას ერთი კვირის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან. სამუშაო შეხვედრები გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრსა და აჭარის განათლების სამინისტროში. ვიზიტის დაწყებამდე, იორდანიის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში აღნიშნული იყო, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების რეფორმების მიმართულებით საქართველო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გლობალური ლიდერი. "საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა მტკიცედ მირჩია იუნესკომ, რადგან ჩვენი ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ბევრი საერთოა. ამჟამად იორდანიაში ვავითარებთ საკმაოდ ზუსტ საგანმანათლებლო გეგმას, ამიტომაც ვიკვლევთ საქართველოს საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას პროფესიული განათლების, გამოცდების, მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით. იმედი მაქვს ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის დასაწყისი განათლების სფეროში" - აღნიშნა იორდანიის განათლების მინისტრმა. ვიზიტის მიზანია საქართველოს განათლების რეფორმის პროცესის შესწავლა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკური კურსების გაცნობა და შეფასება, აღნიშნული რეფორმების პროცესში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლისა და ფუნქციების გაცნობა, ასევე, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისა და მისი კომპონენტების გაცნობა.

თარგმანი: (მოჰამად თნეიბათი) პირველ რიგში მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და კერძოდ, განათლების სამინისტროს იმისათვის, რომ მომცეს შესაძლებლობა პირადად გავცნობოდი, თუ როგორ ვითარდება განათლების სისტემა საქართველოში. საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაცნობა მტკიცედ მირჩია იუნესკომ, რადგან ჩვენი ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ბევრი საერთოა. ამჟამად იორდანიაში ვავითარებთ საკმაოდ ზუსტ საგანმანათლებლო გეგმას, ამიტომაც ვიკვლევთ საქართველოს საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას პროფესიული განათლების, გამოცდების, მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით. იმედი მაქვს ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და თანამშრომლობის დასაწყისი განათლების სფეროში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და მის მოადგილეს მიღებისთვის, ასევე იუნესკოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მირჩია საქართველოს გამოცდილების გაცნობა და ვინც ჩართული იყო ვიზიტის ორგანიზებაში.

ტიტრები: გიორგი შარვაშიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მოჰამად თნეიბათი - იორდანიის ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი გიორგი მაჩაბელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42