მათ ვისაც აწუხებს ქოშინი, დაღლილობა, წონაში კლება, ხშირად ხდებიან ავად ფილტვის ანთებით, არიან აქტიური ან პასიური მწეველები, ფილტვის კიბოს კვირეულის ფარგლებში შეუძლიათ მიმართონ ონკოლოგიის სამედიცინო ცენტრს და ჩაიტარონ ფილტვის კიბო სკრინინგი.
სპეციალურად ამ კვირეულისთვის დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე ქუთაისში ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევს. პაციენტები, რომლებიც ონკოლოგის დანიშნულებით საჭიროებენ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბრონქოსკოპიის ან ციტოლოგიის ჩატარებას ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
ფილტვის კიბოს მსოფლიო საერთაშორისო დღე გულისხმობს, დროული დიაგნოსტირების საფუძველზე, კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენას, რაც განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 2 55 05 05
მასალის გამოყენების პირობები






