ცხინვალის თეატრის მსახიობს მარტოხელა გენო ნაფიშვილს დახმარება ესაჭიროება. ინსულტის გამო, მსახიობი საწოლსაა მიჯაჭვული. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს და მეზობლები უვლიან. გენო ნაფიშვილი გორში მცხოვრებმა ირმა მთიულიშვილმა მოინახულა და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკზე გაავრცელა:
„ამ ადამიანს ბევრი იცნობთ და სხვათაშორის ბევრი დამსახურებაც აქვს, გენო ნაფიშვილი, ცხინველიდან ლტოლვილია, ერთ დროს საუკეთესო მსახიობი იყო ცხინვალის თეატრში, საქართველოსა და ქვეყნის წინაშე თავისი წვლილი აგური აქვს დადებული, აქტიურად ბრძოლობდა საქართველოს თავისუფლებისთვის, არის ომის ვეტერანი, ჩერნობილის კატასტროფის ერთ-ერი მონაწილე, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი ადამიანი. ამჟამად მას ყველას დახმარება ესაჭიროება, ცხოვრობს გორის მუნიციპალიტეტის სკრის საბავშვო ბაღში, სრულიად მარტოა და მხოლო კეთილი მეზობლების იმედადაა, იმ ადამიანების, რომლებიც თავად გასაჭირში იმყოფებიან და საკუთარი ლუკმა-პურიც კი უჭირთ, უვლის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თავად შვილიც გულის მანკით ყავს ავად, ეს ქალბატონი და მისი პატარა შვილის იმედადა ბატონი გენო, ყოველდღიურად ესაჭიროება პამპერსები, მედიკამენტები, საკვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მას სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟისტი რომ წართმეული ნახევარი მხარე რაღაც დოზით აუმუშავდეს, ყველას გთხოვთ ვისაც შეგიძლიათ ვინმეს მიაწვდინოთ ხმა, რომ ამ ადამიანს დავეხმაროთ, რითაც შევძლებთ, რაც შეეხება დახმარების თანხას იქამდე სანამ ამ ადამიანს ინსულტი დაემართებოდა აუღია კრედიტი ამ ეტაპზე ის სრულიად მარტოა, ამ შენობაში სადაც ახლა ის ცხოვრობს მოქმედი საბავშვო ბაღია, ცხოვრობენ ადამიანები, ოთახში სადაც ის ცხოვრობს, არ არსებობს არანაირი ჰიგიენური საშუალება, მთლიანად საბავშვო ბაღშიმძიმე პირობები დაგვხვდა. ელემენტარული არც მაცივარი გააჩნია, არც იმის საშუალებაა რომ საკვები გაუკეთოს ვინმემ, რადგანაც მთლიანად შენობაში საერთოდ არაფერი არსებობს, მის ოთახში კი მხოლოდ ერთი შტეფცელი დაგვხვდა და პლიტა ისიც გაფუჭებული. საშინელი სიცხეა და ელემენტარული საკვები რომ მოუმზადოს ვინმემ ან დაუტოვოს ერთ საათში ფუჭდება, რადგანაც მაცივარიც კი არ გააჩნია. წყალს კი სამოიდე წლის გულისმანკიანი ბავშვი უზიდავს და დედას ასე ეხმარება გაჭირვებული მეზობლის მოვლაში, ვიცი ვრცელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ იმ წვრილმანებზე რაც უშუალოდ ამ ადამიანს აქვს პოსტში ვრცლად ვერ მოვყვები, გთხოვთ გაავრცელოთ რომ მეტმა ადამიანმა ნახოს და დახმარების ხელი გაუწოდოს, იქქნებ მოვახერხოთ და ამ მოვლელ ქალს რაღაც თანხითაც დავეხმაროთ და წავახალისოთ, ასევე რამოდენიმე დღის მედიკამენტიღა ქონდა დარჩენილი, ასევე არ აქვს მაცივარი, არც საჭმლის მოსამზადებელი საშუალებები. ჩამონათვალს გავაკეთებ და თუ ვინმეს მოწოდება შეგიძლიათ დამიკავშირდით ან ფოტოზე მითიტებულ მისამართზე მიაწოდეთ და იქნებ დამხმარე ქალსაც ცოტა შევეშველოთ და ამ ადამიანსაც ვუშველოთ, რადგან დიდი შანსი აქვს ფეხზე დადგეს და იცოცხლოს.
მედიკამენტები: 1. კარდიომაგნილი; 2. ენალაპრილი; 3. ნეირომიდინი; 4. ლუცეტამი.
სველი სალფეტკები; პამპერსები; საფენები; სამედიცინო ხელთათმანი; საკვები რაც შეიცავს ბურღულეულს და ფაფებს; მაცივარი; გაზის პატარა ბალონი
დავეხმაროთ ვისაც რა შეგიძლიათ, რადგანაც თავად ამ ქალბატონს არაფრის საშუალება აქვს და ერთჯერადი სუპი გვაჩვენა, რომელსაც ცხელ წყალს ასხავს და მასე აჭმევს. ვინც სიცოცხლეს პატივს სცემთ თუ დახმარება არ შეგიძლიათ გააზიარეთ რომ ნახონ თქვენმა მეგობრებმა და მეტი ადამიანი შეგროვდეს მის გადასარჩენად. ასევე საკუთარი ძმა, რომელიც იგივე ცხინვალიდან დევნილია რაც შეეძლო დაეხმარა, სამწუხაროდ ის ადამიანიც უსახლკაროა და ვერაფრით ეხმარება. გამოდის რომ ბატონი გენო სრულიად უპატრონოდაა და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედადაა.
დაწვრილებით დაგვეკონტაქტეთ ნომრებზე
598 20 40 97; 599 95 92 96;
მიმღები ბანკი: ს.ს. "თიბისი ბანკი" GE61TB7295245063600041 დოლარი, ლარი ევრო
ბანკის კოდი: TBCBGE22
ასევე ჩასარიცხი აპარატებიდან: Emoney 382889288 მიმღები - ირმა მთიულიშვილი“



მასალის გამოყენების პირობები






