გაყალბებული კონკურსი - პროფესორ მარინა მეტრეველის მიმართვა თსუ-ს აკადემიურ საბჭოს
საზოგადოება - 19:50, 28 Jul, 2016     3123
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გამართულ კონკურსთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადბულ კონკურსს გაყალბებული უწოდა პროფესორმა მარინა მეტრეველმა. როგორც მან გუშინ ,,ნიუპოსტთან“ განაცხადა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე წლების მანძილზე ჩამოყალიბებული არაობიექტური და მიკერძოებული მიდგომები ხელს უშლის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესების განვითარებას და საქართველოს ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესთა რეალიზაციას.

ცნობილია, რომ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის №56/2016 დადგენილებით საკონკურსო კომისიას შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარი ეთქვა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისას უკან დაუბრუნდა.

დღესვე პროფესრომა მარინა მეტრეველმა სპეციალური წერილით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, სადაც საუბარია კონკურსის პროცედურულ დარღვევებზე, კომისიის მიკერძოებულობასა და არაჯანსაღი ინტერესების თანხვედრაზე. მარინა მეტრეველი, რომელიც თავად მონაწილეობდა შესარჩევ კონკურსში, აკადემურ საბჭოს მიმართავს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება კონკურსის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.

,,პატივცემულო აკადემიური საბჭოს წევრებო,

მოგახსენებთ, რომ ვმონაწილეობდი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრაზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში (სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ, რექტორის ბრძანება №:60/01-01, 2016-04-14).

თავიდანვე გასაგები იყო რომ კონკურსი მიკერძოებული და გაყალბებული იქნებოდა, რადგან საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ დეკანმა თეიმურაზ ბერიძემ დასამტკიცებლად წარმოგიდგინათ - მალხაზ ღვინჯილია - გეოგრაფიის დოქტორი (კონკურსანტ იოსებ ხელაშვილის ყოფილი დოქორანტი და ისიც გეოგრაფიის დოქტორი), ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ ნიკო კვარაცხელია - ისტორიის დოქტორი. აკადემიურმა საბჭომ ალბათ არ იმსჯელა მათი კვალიფიკაციის შესაბამისობაზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩასატარებელ კონკურსში მათი საკონკურსო კომისიაში შეყვანის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და დაამტკიცა მათი კანდიდატურები.

საკონკურსო კომისიის ოქმები კონკურსის გაყალბების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენს - პროცედურული დარღვევები, როგორც საკონკურსო, ისე საკონკურსო-სააპელაციო კომისიის ოქმებში, აშკარად მეტყველებს კომისიების მიკერძოებასა და არაჯანსაღ ინეტერესთა თანხვედრაზე, რაზეც მეტყველებს უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის საკმაოდ კომპეტენტური დასკვნა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება (№76/2016, 25 ივლისი, 2016) სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 16 მაისის №56/2016 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ.

25 ივლისს ჩემს მიერ აკადემიური საბჭოს სახელზე შემოტანილ იქნა განცხადება საკონკურსო კომისიის წევრთა უნდობლობისა და აცილებასთან დაკავშირებით (ასეთი დარღვევებითა და გაყალბებით წარმოდგენილი ოქმების ავტორები, რომლებიც აშკარად აფიქსირებენ თავიანთ არაჯანსაღ ინტერესს „გამარჯვებული“ კანდიდატის მიმართ არ შეიძლება უფლებამოსილნი იყვნენ უზრუნველყონ კონკურსის წარმოების დოკუმენტაციის კონკურსის ჩატარების მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა (ციტატა დადგენილებიდან).

აღსანიშნავია, რომ საკონკურსო კომისიის წევრთა და ფაკულტეტის დეკანის გვარებით, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კონკურსის გაყალბების ტრადიციის გაგრძელების შესახებ.

გთხოვთ იხ. http://www.newposts.ge/?l=G&id=115148

ასევე, კონკურსის გაყალბებისა და გამყალბებლების შესახებ 27 ივლისს საპატრიარქოს არხზე „ერთსულოვნება“, პირდაპირი ეთერით, საზოგადოება ინფორმირებულ იქნა კონკურსის მიმდინარეობისა და გამყალბებლების შესახებ. კონკურსის ობიექტურად დამთავრებამდე მასმედიის ყველა საშუალებებით გაგრძელდება საკონკურსო კომისიისა და აკადემიური საბჭოს დადგენილებების გაშუქება, შესაბამისად გაიზრდება კონკურსის გაყალბების პროცესებში მონაწილეთა გვარების რაოდენობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოება ელის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ობიექტურ გადაწყვეტილებას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით (ასევე, საზოგადოება ელის აკადემიური საბჭოს წევრთა დასახელებასაც).“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42