სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა.
2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული სასწავლო პროგრამებით. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ხორციელდება შემდეგი პროგრამების ფარგლებში: ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება“, ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა” და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა“ და ,,საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.“
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
დარგობრივი კურსების პარალელურად სკოლის 8 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (დმანისი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) და მობილურ ჯგუფებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლებას ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
მოწვეული სტუმრები: აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
მასალის გამოყენების პირობები






