თამარ ივერი: სულ ახლახანს კურიერის ჟურნალისტმა მაცნობა რომ ბატონი დავით კინწურაშვილის შემდგომი შურისძიების მსხვერპლი ვარ მე!!
იგი ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას და ჩივილს აპირებს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. თვლის რომ მხოლოდ ჩემთან აქვს საქმე მის გადაყენებაში.
ვფიქრობ რომ ამაზე უკვე კომენტარი ზედმეტია ჩემის მხრიდან.ასეთი ქმედებებით იგი სამწუხაროდ,ქართულ მუსიკალურ სივრცეში პერსონა "ნონ გრატად" იქცევს საბოლოოდ თავს.
თუ მიდიხარ-კაცურად უნდა წახვიდე და მომავალში ოპერის თეატრში სადირიჟოროდ ან მაყურებლად მაინც უნდა შეგესვლებოდეს.
ვფიქრობ რომ,ჩემთან ერთად საოპერო დასიც,კულტურის სამინისტროც და ხელოვნებაში ჩახედული ადამიანებიც საკადრის პასუხს და ქმედებას გამოიჩენენ მისი ამ არასწორი ნაბიჯის მიმართ.
მისი განცხადება რომ ეს ყოველივე მას მე მოვუწყვე და არა თეატრმა....არის დიდი შეურაცხოფა მთელი საოპერო დასის მიმართ და თავად კულტურის მინისტრის მიმართ.გამოდის რომ 200 ადამიანამდე მთელი დასი და ბატონი მინისტრიც,ჩემი გავლენის ქვეშ მოექცა. რომ თეატრში არანაირი პრობლემა არ სუფევს....უბრალოდ ყველანი, თვეობით ჩემი "ჰიპნოზის" და გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ცოტა სასაცილოა ასეთი არგუმენტი.მე არ ვმონაწილეობდი,მაგრამ ყველამ იცის რომ ბატონ დავითს შარშანაც და შარშანწინაც დიდი საპროტესტო აქციები ჰქონდა თეატრში და "ჩემამდეც" დასი,წინა წლებში,თუ არ ვცდები ორჯერ მოითხოვდა მის გადაყენებას.ამის 150 კაციანი და მეტი ხელმოწერის დოკუმენტები დღემდე ინახება კულტურის სამინისტროში.
რათქმაუნდა,ყველაფერი მისი ნებაა მაგრამ ფაქტი ერთია,მისი ამ ბოლო დროინდელი ქმედებებით,ხალხის განთავისუფლებებით და ბოლოს ჩემდამი ამ ქმედებით დაგვირგვინებით.... მორალურად,ადამიანურად და საზოგადოების თვალშიც დამარცხებული ყველა ვარიანტში ის იქნება !!
მასალის გამოყენების პირობები






