20 ივლისს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის გარდაბნის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის მსმენელთათვის ჩატარდა საცდელი ფინალური გამოცდა ელექტრონული ფორმატით. საგამოცდო პროცესმა ჩაიარა წარმატებით. ტექნიკურ და პროგრამულ მხარეს შეფერხება არ ჰქონია.
ელექტრონულ ფორმატით გამოცდის ჩატარება ასევე დაგეგმილია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სხვა რეგიონულ ცენტრებში: მარნეულში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და წალკაში.
გამოცდას ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკა ომიაძე, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი მაია გოზალიშვილი და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის კოორდინატორი გიორგი ტაბუცაძე
მასალის გამოყენების პირობები






