„ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ“ - ვახტანგ რჩეულიშვილი
საზოგადოება - 15:14, 25 Jul, 2016     22690
ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი ოჯახის წევრების, მაიასა და გუკას დაკავებაზე საუბრობს. ასევე საუბარი შეეხო მისი ოჯახის ახალ წევრს, ლელა კილაძეს, რომელიც გუკასგან შვილს ელოდება. მართალია წყვილის ურთიერთობის ამბავი დიდი ხანი იმალებოდა და ინფორმაციის გაჟონვისთანავე ყველამ უარყო, თუმცა როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს გუკას და ლელას „სიყვარულები“ ორი წლის წინ დაიწყო.

- როგორი იყო თქვენი რეაქცია მეუღლის დაპატიმრებაზე და პირველი ღამე მაიას გარეშე?

- მოკვდა მაია ჩემთვის, აი ეს იყო. მე ის ღამე გავატარე ყველაზე მძიმედ. ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ ავიყვანე თავი ხელში, ტრაგედიის განცდა მქონდა, როგორი, იცი? რომ რისთვის მიცხოვრია, მაგრამ მერე, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ხომ არ მოკვდა, ციხეშია... მივხვდი იმას, რომ საერთოდ რა ცუდი ბედი გველის ყველა ხანშიშესულ ცოლ-ქმარს, ვისაც ერთმანეთი გვიყვარს. ახლა მე მიმაჩნია ჩემი თავი ყველაზე უბედურად, არც მაია და არც გუკა... ყოველდღე ვტირი. სახლში ვზივარ, მთელი სურათები ინტერნეტშია შეყრილი. სურათებს დავცქერი და ვბღავი. მარტო შემოდიხარ სახლში, როგორია? მაია დაჭერილია, გუკა დაჭერილია...

- წარმოიდგენდით, რომ გიგი უგულავას ცოლი - ლელა კილაძე თქვენი რძალი გახდებოდა?

- ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას, მაგრამ ბოლო ორი წელია, ვიცი, ლელას და გუკას რომ სიყვარულები აქვთ. ლელა ჩემი ძმაკაცის, შალვა კილაძის შვილია. ეს იცი, რა დროის ძმაკაცია? აი, პირველი ჩხუბები პლეხანოვზე და ამბები რომ იყო. ამიტომ, ლელა ჩვენთვის, ჩემი ძმაკაცებისთვისაც ძალიან ახლობელია. გუკას რომ შეუყვარდა, მე ვერ შევეწინააღმდეგე, ცხადია. გუკას და ნუცას აქვთ სულ სხვადასხვა ხასიათი. ერთხელ, გუკა რომ გაშორდა ნუცას, თავი მოვიკალით მე და მაიამ და მოვიყვანეთ. ნუცა შინაგანად ძალიან დადებითი ადამიანია, მაგრამ აქვს თავისი მოთხოვნები, პრინციპები. ამერიკაში გაზრდილია, ბოლოს და ბოლოს, არ გამოუვიდათ და რა ვქნათ?! ახლა ვეფერებით ლელას, იმიტომ რომ, ორსულია, თან ჩემი ძმაკაცის შვილია, ამიტომაც აღარ ვახსენებ გვარს, უგულავას. გიგი მართლა მტერი კი არ არის ჩვენი. ის იყო ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკი, რომელმაც თავის არჩევნებში გამარჯვება არჩია ჩვენს კეთილდღეობას. ვთქვათ და კატოს შეუყვარდა ივანიშვილის შვილი ან ვინმე, მე რა, ხელს შევუშლი? როგორ გავუფუჭებ ბავშვს ცხოვრებას. კატოზე ვაბოდებ. რა, გუკას შვილი რომ გაჩნდება ახლა, ის არ მეყვარება? როგორ გეკადრებათ, გამოვა და მოაწერენ ხელს ან ჯვარს დაიწერენ, ალბათ.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42