ოზურგეთში შუა პარკში საავტომობილო გზა გაჰყავთ
საზოგადოება - 12:25, 25 Jul, 2016     2054
ოზურგეთში, ყოფილი პოლიციის შენობის წინ მდებარე პარკი, რომლის რეკონსტრუქციაც 2006 წელს განხორციელდა, მოქმედი ხელისუფლების გადაწყვეტილებით შუაზე გაიყოფა.
შუაზე გაჭრილ პარკში კი საავტომობილო გზა დაიგება.
სამუშაოები უკვე დაწყებულია, საავტომობილო გზისთვის განკუთვნილი ტერიტორია მძიმე ტექნიკამ უკვე გაწმინდა და გაასწორა, მალევე დაიწყება მოასფალტება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ „გურიის მოამბესთან“ საუბარში აღნიშნა, აღნიშნული სამუშაოები ქალაქში საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის მიზნით ხორციელდება.
გზა პარკის იმ ნაწილში გაიჭრა, რომელსაც ორი წლის წინ ყვავილებით მოვაჭრეები სარგებლობდნენ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი პროექტის შესაბამისად, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის საავტომობილო გზა გაგრძელდება (აღნიშნულ ქუჩაზე მდებარეობს რესტორანი „ქალაქური“, „ელეგანტი“, სავაჭრო ობიექტები) გადაკვეთს გიორგი ჭანტურიას ქუჩას და აპოლონ წულაძის ქუჩას შეერთდება, სადაც ყოფილი პოლიციის შენობა მდებარეობს, სადაც ტოტალიზატორი, საფინანსო და სხვადასხვა სავაჭრო ორგანიზაციებია განთავსებული.
რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, ახალი პროექტის მიხედვით, ა. წულაძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება, იქ ავტომანქანით შესვლა მხოლოდ გ. ეპისკოპოსისა და გ. ჭანტურიას ქუჩებიდან იქნება შესაძლებელი. მოძრაობა იქნება აბაშიძის ქუჩიდანაც.
ოზურგეთის ძველი, აგრარული ბაზრისკენ მიმავალ გზაზე კი, სატრანსპორტო მოძრაობა მხოლოდ ოზურგეთის სავაჭრო ცენტრის, ე.წ ახალი უნივერმაღის გზიდან იქნება შესაძლებელი, სადაც ადრე მოძრაობა აბაშიძის ქუჩიდანაც თავისუფალი იყო. ახალი გზის დასრულების შემდეგ კი აღნიშნული ქუჩიდან მოძრაობა აიკრძალება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბაშიძის ქუჩიდან პარკისკენ მოძრავი ტრანსპორტი, მხოლოდ აპოლონ წულაძის ქუჩით ისარგებლებს.
ამ ეტაპისთვის გაურკვეველია დატოვებენ თუ არა პარკში, კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალსა და ყოფილი პოლიციის უფროსის, იური სიორიძის ბიუსტს.
როგორც მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, აღნიშნულზე კომენტარს ჩვენთან ქალაქის მერი ხვალ გააკეთებს.


თეა იოსელიანი- გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42