წელს, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საპატიო სტუმარმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ. აგრეთვე, ღონისძიებაზე საქართველოს უნივერსიტეტმა ქართველ მწერალს, ბ-ნ გურამ დოჩანაშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
დამამთავრებელი ცერემონიალი მუსიკალურად გააფორმა და კურსდამთავრებულებს საჩუქარი გაუკეთა საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიამ, რომლის მოწვევითაც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ახალგაზრდა შემსრულებლები: გიორგი სუხიტაშვილი, მალიბუ ტუღუში და ცირა კობიაშვილი.
საღამო ულამაზესი ფოიერვერკითა და ქუდების აყრით დასრულდა.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, რევაზ ტაბატაძესთან:
როგორ მოგეწონათ გამოსაშვები ღონისძიება?
პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება საქართველოს უნივერსიტეტისადმი. საქართველოს უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც იღებ ძალიან კარგ განათლებას, გამოცდილებას, იღრმავებ საკუთარი თავის რწმენას და იძენ ახალ მეგობრებს. ცხოვრების 4 წელი, რომელიც საქართველოს უნივესრიტეტთან ერთად განვლე, დაუვიწყარია.
საქართველოს უნივერსიტეტისაგან ,,გათამამებული“ ადამიანი, რა თქმა უნდა, მოველოდი ძალიან კარგ, ორგანიზებულ გამოსაშვებ ღონისძიებას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, არსებულმა სიტუაციამ მოლოდინს გადააჭარბა, როგორც იტყვიან: “It has exceeded all expectations”.
ღონისძიება დატვირთული იყო უამრავი სიურპრიზით. ჩვენთვის ძალიან ამაღევლებელი იყო მოწვეული სტუმრების სიტყვით გამოსვლა, რომელმაც გააათმაგა თითოეული ჩვენგანის მოტივაცია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ღონისძიების დახურვის წუთებს, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, ეს იყო გრანდიოზული დაგვირგვინება ჩვენი 4 წლიანი სწავლისა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორებს, ადმინისატრაციას, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გარკვეული წვლილი შეიტანა ჩვენს განვითარებაში, პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
ვამაყობ, რომ ვარ UG-ელი. ერთხელ UG-ელი, მუდამ UG-ელი.
მასალის გამოყენების პირობები






